„აწარმოე საქართველოს’’ ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

4.05.2022

„აწარმოე საქართველოს’’ ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

პროგრამის მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

პროგრამის პირობები

 პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:

  • პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება

აღნიშნული მოიცავს საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას. დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით.

  • ბრენდინგი

აღნიშნული მოიცავს ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რებრენდინგსა და პროდუქციის შეფუთვას ბრენდბუქის შესაბამისად. დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით.

  • საერთაშორისო ქსელში შესვლა

აღნიშნული გულისხმობს საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას, რაც მოიცავს ე.წ. Entry fee (შესვლის გადასახადი) ან იგივე შინაარსის მქონე საფასურის დაფინანსებას, დადგენილი ლიმიტების ფარგლებში შემდეგ სამიზნე ბაზრებზე: სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია. დაფინანსების მოცულობა – 10 000 ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, აღნიშნულის იმპლემენტაცია იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოხდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

 

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 7 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, მოგვწერეთ