ბიზნესის ყიდვა-გაყიდვა

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის განვითარებას ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის კულტურის ჩამოყალიბების გზით.

შესაბამისად, ჩვენი ძირითადი სერვისები ნაწილდება ორი სახით:

  1. ბიზნესის ყიდვა-გაყიდვა;
  2. ბიზნესის შეფასება.

ბიზნესის ყიდვის დროს, მნიშვნელოვანია დაინტერესებულმა მხარემ დაინახოს არსებული ბიზნესის ყიდვის საფუძველი, რომელიც ძირითადად მოიცავს ბიზნესის გამოცდილებასა და ისტორიას დამწყები ბიზნესისგან განსხვავებით.

 ბიზნესის გაყიდვისას მნიშვნელოვანია სწორი დროის შერჩევა, თუ როდის უნდა გაყიდოს ბიზნესი მფლობელმა. ჩვენი მიზანია, ბიზნესის მფლობელებს დავანახოთ აღნიშნული გადაწყვეტილების ხელსაყრელი პერიოდი, რომელიც შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

ბიზნესის გაყიდვის სწორი პერიოდის შესარჩევად, მისი ღირებულების გასაზრდელად, სტრუქტურისა თუ სტრატეგიების გავლენის განსასაზღვრად, ან სხვა ბიზნეს პროცესის ეფექტიანობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია განხორციელდეს ბიზნესის შეფასება. მოცემულ ნაწილში, ჩვენი მომსახურება მოიცავს ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის ანალიზსა და შეფასებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით. ამასთან, ვახორციელებთ ბიზნესის განვითარების საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებას, ბიზნეს-გარემოს  მაკრო და მიკროეკონომიკურ ანალიზს.

დეტალური ინფორმაცია გასაყიდი ბიზნესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე:

businessforsale.ge

businessbrokerage.ge

This post is also available in: English