ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმა შესაძლოა მომზადდეს ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებული ბიზნესის  გასაფართოებლად.

ბიზნეს გეგმა გამოიყენება ფინანსური რესურსების მოსაზიდად ინვესტორებთან, ბანკებთან, ფონდებთან და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

ბიზნეს გეგმები შეიძლება მომზადდეს ასევე სახელმწიფო პროექტებისთვის როგორიც არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, პროექტი “აწარმოე საქართველოში”, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება და ა.შ.

ბიზნესის გეგმის შინაარსი, ფორმა და სტრუქტურა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ბიზნესის სფეროდან, სპეციფიკიდან, მასშტაბიდან და მისი სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე.

ბიზნეს გეგმის მომზადების საშუალო ხანგრძლივობაა – 4 კვირა. პერიოდი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ჩამოყალიბებულია ბიზნეს მოდელი და რამდენად მოძიებულია საჭირო მონაცემები ხარისხიანი ბიზნეს გეგმის მოსამზადებლად.

როგორც მომზადების ხანგრძლივობა, ასევე ბიზნეს გეგმის მომზადების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კერძოდ იმაზე, თუ რა მოცულობის და სირთულის სამუშაოებია ჩასატარებელი. მაგალითად:

  1. რამდენად ცხადია და ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელი?
  2. აქვს თუ არა დამკვეთს ბიზნესის შესახებ სრულყოფილი მონაცემები?
  3. რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ბაზრის, მოხმარების მაჩვენებლების, კონკურენტების შესახებ?
  4. რამდენად საჭიროებს ბიზნეს გეგმის მომზადება ექსპერტის (ან ექსპერტების) ჩართვას?
  5. როგორია ბიზნესის სპეციფიკა და რომელ სფეროში იგეგმება ბიზნესის დაწყება?

ბიზნეს გეგმის ხარისხიანად მოსამზადებლად, როგორც წესი საჭიროა სხვადასხვა ინტელექტუალური რესურსის, გამოცდილების და კვალიფიკაციის  მქონე ადამიანების გაერთიანებული მუშაობა. ამ პროცესში ჩართულია:

  1. კვლევების სპეციალისტი ან ჯგუფი;
  2. ფინანსების სპეციალისტი ან ფინანსისტთა ჯგუფი;
  3. მარკეტოლოგი ან მარკეტოლოგთა ჯგუფი;
  4. ბიზნეს კონსულტანტი;
  5. დარგობრივი ექსპერტი.

როგორც წესი, ბიზნეს გეგმის მომზადებით არ მთავრდება პროცესი. შემდგომ ეტაპზე საჭიროა მისი წარდგენა და არგუმენტირება კვალიფიციურად შესაბამის პირთან ან ორგანიზაციასთან.

This post is also available in: English