ბიზნეს საბროკერო მომსახურება

ჩვენი მომსახურება მოიცავს ბიზნესის ყიდვას, გაყიდვასა და შეფასებას.

„ბიზნეს ბროკერიჯი“ არის კომპანიის მომსახურების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის კულტურის ჩამოყალიბებას.

რადგანაც ბიზნეს საბროკერო მიმართულება საქართველოში სიახლეა, ჩვენ, როგორც ერთ-ერთმა პირველებმა ამ სფეროში, შევქმენით მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული სისტემა, რითაც ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ კლიენტების კმაყოფილებაზე.

კომპანიის მისია

ჩვენი კომპანიის მისიაა მომხმარებელი უზრუნველყოს ხელმისაწვდომი, მარტივი და ხარისხიანი ბიზნეს საბროკერო მომსახურებით. ჩვენი მომსახურება ვრცელდება როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდი ზომის ბიზნესებზე. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული საბროკერო მომსახურებით დავეხმაროთ მრავალ ბიზნესმენსა თუ ინვესტორს. გვინდა რომ ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
კომპანიის ხედვა

მომავალში ჩვენ გვინდა ვიყოთ საუკეთესო არჩევანი ბიზნესის მყიდველისა თუ გამყიდველისათვის, მივაწოდოთ მათ ეფექტური, ხარისხიანი, პროფესიული და ინდივიდუალურად მომხმარებელზე მორგებული მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მომსახურების წყალობით, საქართველოში შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და ეფექტურად ამუშავდება უამრავი კომპანია.

ჩვენი მომსახურება

ჩვენი საქმიანობის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ სამი ტიპის მომსახურებას:

  1. ბიზნესის ყიდვა
  2. ბიზნესის გაყიდვა
  3. ბიზნესის შეფასება

This post is also available in: English