გუნდი

ჯაბა ბურჯალიანი – 2013 წლიდან არის “Start – Business Solutions“-ის დამფუძნებელი და პარტნიორი. გააჩნია საკონსულტაციო ბიზნესში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. 2003 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“. მისი საქმიანობა უკავშირდება 150-ზე მეტ საკონსულტაციო პროექტს კარიერის მანძილზე. მისი სტატიების გაცნობა შესაძლებელია ბლოგებზე: Strategy.ge და ჰოდა დაიწყე .     linkedin

ლარისა პატარაია – 2014 წლიდან არის “Start – Business Solutions”დირექტორი/მმართველი პარტნიორი. 12 წლიანი გამოცდილება ძირითადად კერძო სექტორში. ამ დროის განმავლობაში იყო სხვადასხვა კომპანიის ტოპ მენეჯმენტის წევრი. ამჟამად არის ჰარვარდის აფილირებული პროფესორი სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით და კითხულობს ლექციებს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლებში. ეწევა კვლევით საქმიანობას და არის რამდენიმე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი.   linkedin

გიორგი ნაკაიძე – კომპანიაში მუშაობს 2017 წლიდან Head of Stratejic Partnership- ის პოზიციაზე.  გიორგის, სტარტში დასაქმებამდე, მიკროსაფინანსო ინსტიტუტში ეკავა ფინანსური დეპარტმანეტის უფროსის პოზიცია, ხოლო საქართველოს ბანკში – საფინანსო და საინვესტიციო დეპარტმანეტის პარტნიორის პოზიცია. მანამდე იგი მუშაობდა ლონდონში, Acacia PT -ში  ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოზიციაზე და Euromonitor International-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. მას აქვს დიდი გამოცდილება ფინანსური ინსტიტუტების განვითარებაში, ინვესტიციებისა (400 მილიონი დოლარი) და ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალის მოზიდვაში. გიორგი ფლობს ლონდონის უნივერსიტეტის, პოლიტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობების წარჩინებული მაგისტრის სტატუსს. იგი ასევე სწავლობდა  Durham-ის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.  linkedin

თეონა თავდიშვილი – კომპანიაში მუშაობს 2015 წლიდან პროექტის მენეჯერის პოზიციაზე,  ამავდროულად არის პროექტ “Startup.ge”- ს მენეჯერი. ასევე კომპანიაში მუშაობდა კვლევების ანალიტიკოსის პოზიციაზე. აქვს სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (ბაკალავრიატი); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, მენეჯმენტის მიმართულებით (მაგისტრატურა). linkedin

სოფიკო კობაიძე – ამჟამად მუშაობს სტარტაპ პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიაში მუშაობს 2015 წლის ივნისიდან. მას აქვს 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. იგი არის ილიაუნის ბიზნესის ლიდერთა სკოლის წარმომადგენელი, გავლილი აქვს ქართული და ინგლისურენოვანი ტრენინგები მარკეტინგისა და PR-ის მიმართულებით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,Growing Entrepreneurship in Georgia”. იგი არის საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის (ტექნოპარკი) განვითარების გუნდის წევრი. ასევე, Startup Marani/,,სტარტაპ მარანი’’-ს პროექტების მენეჯერი. დამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძირითადი (Major) სპეციალობა ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, მეორადი (Minor) სპეციალობა – პოლიტიკის მეცნიერებები საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. linkedin

მარიამ პატარკაციშვილი – კომპანიაში მუშაობს 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ამჟამად არის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. მას გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები და მასტერკლასები ბიზნესისა და მარკეტინგის მიმართულებით. მან გაიარა სტაჟირება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სივრცითი მონაცემების მიმართულებით. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრი.  linkedin

თამარ შამანაური – კომპანიაში მუშაობს 2016 წლის ოქტომბრიდან, ამჟამად ხელმძღვანელობს   „convertor.ge“-ს პროექტს. აქვს 10 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების მიმართულებით. მუშაობდა სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიებში, გაყიდვების, კლიენტების მომსახურების მიმართულებით, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და მასტერკლასი გაყიდვებისა და მომსახურების შესახებ. დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის უნივერიტეტი პროგრამისტის ფაკულტეტი.  linkedin

ბასა კოპალიანი – კომპანიაში მუშაობს 2016 წლის დეკემბრიდან. ამჟამად არის ბიზნეს ბროკერის პოზიციაზე, ბიზნეს საბროკერო მომსახურების მიმართულებით. მას გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები ბიზნესის ადმინისტრირებასა და პროექტების მენეჯერის მიმართულებით. 2 წელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, კავშირგაბმულობის დეპარტამენტში. იგი არის მოქმედი კალათბურთელი. მან დაამთავრა  საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრი. linkedin

რატი გუგუნავა – კომპანიაში მუშაობს 2017 წლის იანვრიდან. ის ამჟამად არის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. მას გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები ბიზნესის ადმინისტრირებასა და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით. იგი ერთი წელი და ექვსი თვე მუშაობდა კომპანიაში “სმარტექსი”, გაყიდვების და ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო სამი წელი – კომპანიაში “ინტელექსპრესი” ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. მან დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრი. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე.linkedin

მარიამ სულაშვილი – კომპანიაში მუშაობს 2017 წლის თებერვლიდან, თუმცა, 2014 წლიდან, ჩართული იყო სტარტის სხვადასხვა პროექტში. ის ამჟამად არის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. მისი სამუშაო გამოცდილება დაიწყო 2010 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, იგი მუშაობდა როგორც აკადემიური მიმართულებით (ის იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი), ასევე პრაქტიკული ბიზნესის მიმართულებით. ის წელიწადი და ცხრა თვე მუშაობდა პალიტრა მედია ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში, საწარმოში – შპს „ტისუპეიპერ“, სადაც ჩართული იყო ბიზნეს პროცესების მართვასა და შესყიდვებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა თავისუფალი ჟურნალისტის პოზიციაზე საერთაშორისო ჟურნალ Forbes Georgia-ში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტის მიმართულებით. linkedin

საბა ძაძამია – კომპანიაში მუშაობს 2017 წლის მაისიდან. ის ამჟამად არის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. მას გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები ბიზნესის ადმინისტრირებასა და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით. იგი ორი წელი მუშაობდა აუდიტორულ კომპანიაში “კონსაუდი”, აუდიტორის თანაშემწის პოზიციაზე, ხოლო სამი წელი – იგივე კომპანიაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. მან დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრი. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. linkedin

This post is also available in: English