ინვესტირება უძრავ ქონებაში

Start – Business Solutions საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ქმნის სარფიანად და უსაფრთხოდ ინვესტირების უნიკალურ შესაძლებლობებს.

Start – Business Solutions, ინვესტორთა ინტერესების დაცვის მიზნით, ატარებს პროექტის საფუძვლიან შესწავლას, ათანხმებს გამოსაყენებელ სამშენებლო მასალას და პასუხისმგებლობას იღებს სამშენებლო ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელი გადახრები წინასწარ დაგეგმილი ბიუჯეტიდან გამორიცხულია.

Start – Business Solutions-ს საშუალებით უძრავ ქონებაში ინვესტირების უპირატესობები:
1. სწორად შერჩეული პროექტი (დეველოპერული კომპანია, მშენებლობის ადგილმდებარეობა, ბინების ფართები, მათზე მოთხოვნა და სხვ.);
2. მშენებლობის დროს გამოყენებული ფინანსური რესურსების მიზნობრივი ხარჯვა;
3. მშენებლობის ვადების და ბიუჯეტის კონტროლი;
4. მშენებლობის პროცესის სრული გამჭვირვალობა, კერძოდ:

  • მშენებლობის პროცესის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
  • Live კამერის მეშვეობით მშენებლობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა
  1. მშენებლობის პროცესში გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების წინასწარი შეთანხმება ხელშეკრულების საფუძველზე;
    6. პროექტისთვის მომგებიანი და გააზრებული საფასო პოლიტიკა;
    7. მშენებლობის დროს წარმოქმნილი შესაძლო რისკების დაზღვევა (უბედური შემთხვევა, ქურდობა და სხვ.);
    8. გამართული იურიდიული ხელშეკრულება.

როგორ განვახორციელო ინვესტიცია?
უძრავ ქონებაში ინვესტიციის განსახორციელებლად საჭიროა:

  • შეავსოთ საინვესტიციო განაცხადი
  • გააფორმოთ ხელშეკრულება

საინვესტიციო თანხის მოცულობა $20,000-დან $500,000-მდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

This post is also available in: English