კვლევები

კვლევის ჩატარებისას, მნიშვნელობას არ ვანიჭებთ კლიენტი უკვე არის თუ არა კონკრეტული ბაზრის მოთამაშე, აქვს საინტერესო ბიზნეს იდეა, თუ სურს რაიმე ინდუსტრიაში ინვესტირება. ჩვენი მიზანი კონკრეტული დაკვეთის შემთხვევაში, არის – კლიენტს მივაწოდოთ არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შეფასება, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული ანალიზით.

ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, დამკვეთს შეუძლია:

  1. გაარკვიოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და ეფექტურობა;
  2. გააკეთოს არჩევანი ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით;
  3. დაინახოს ბაზრის სრული სურათი, როგორც მოთამაშეების, ისე მომხმარებლების ჭრილში.

ამჟამად, განხორციელებული გვაქვს 40-მდე პროექტი სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა:

  1. წარმოება;
  2. დეველოპმენტი;
  3. ფინანსური ინსტიტუტები;
  4. განათლება;
  5. ვაჭრობა.

ჩვენი შეთავაზებული კვლევები შეგვიძლია დავყოთ შემდეგ პროდუქტებად:

  1. მზა კვლევები
  2. ინდუსტრიის კვლევა (Multi-Client/Ad-Hoc)
  3. კონკურენტების კვლევა
  4. ახალი ბიზნესის/პროექტის დაწყების მიზანშეწონილობის კვლევა
  5. მიზნობრივი ბაზრის მოცულობის შეფასება
  6. პროდუქტის/მომსახურების განვითარების კვლევა
  7. სამომხმარებლო ქცევის, მომხმარებლის საჭიროებების და პრეფერენციების კვლევა
  8. ახალი პროდუქტის / მომსახურების შეფასება და ტესტირება ბაზარზე
  9. პროდუქტის / მომსახურების ხარისხის კვლევა

This post is also available in: English