პროდუქტის/მომსახურების ხარისხის კვლევა

მომხმარებელს თქვენზე წარმოდგენა თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტით ან მომსახურებით ექმნება.   პროდუქტის/სერვისის გაუმჯობესება და მუდმივი დახვეწა ერთ-ერთი მთავარი პირობაა კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

ხარისხის კვლევა გაძლევთ ინფორმაციას თქვენი პროდუქტის/მომსახურების ნაკლოვანებებისა და ძლიერი მხარეების შესახებ. რა არის თქვენი პროდუქტის უნიკალური თვისებები, რითაც მომხმარებელს ამახსოვრდებათ, რა უნდა გააუმჯობესოთ პოზიციების გასამყარებლად? – ამ კითხვებზე პასუხს ხარისხობრივი აუდიტის კვლევებით გთავაზობთ.

ეს არის შესაძლებლობა დაინახოთ თქვენი პროდუქტი და აღიქვათ თქვენი მომსახურება მომხმარებლის თვალით. ოპერაციული ეფექტურობის დადგენა, არსებული ხარისხის შეფასება, გაძლევთ სწორ მიმართულებას საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

კვლევის ხანგრძლივობა:

ერთჯერადი კვლევა – 2 კვირიდან 3 კვირამდე

უწყვეტი კვლევა – პერმანენტულად განახლებადი მონიტორინგი

This post is also available in: English