საკონსულტაციო კომპანიების „სტარტისა“ და „სინერჯის“ თანამშრომლობა სტარტაპების წარმატების ხელშეწყობის მიზნით

საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფი“ ხდება კომპანიის „Start – Business Solutions“ მეწილე, რათა ერთობლივი თანამშრომლობით უფრო აქტიურად შეძლონ სტარტაპების მხარდაჭერა ორგანიზაციულ მოწყობასა და განვითარებაში.

გრძელვადიანად, „Start – Business Solutions“ და „სინერჯი ჯგუფის“ კოოპერაცია უფრო გაღრმავდება და ერთობლივ კომბინირებულ სერვისებს შესთავაზებენ დამწყებ მეწარმეებს.

აგრეთვე, „სინერჯი ჯგუფი“ ქმნის ახალ პროდუქტს – სტრუქტურების განვითარების ერთდღიან ვორქშოპს სპეციალურად დამწყები ბიზნესებისთვის და ამ სეგმენტისთვის ხელმისაწვდომს ხდის წლების განმავლობაში დაგროვილ კომპეტენციებს. ვორქშოპის შედეგად, მუშავდება ძირითადი გადაწყვეტილებები ორგანიზაციის სტრატეგიულ მოდელთან და გენერალურ სტრუქტურასთან დაკავშირებით.

„Start – Business Solutions“ საკუთარი კომპლექსური სერვისით (იდეის არსებობიდან მის ბიზნესად ქცევასა და განვითარებამდე), ბიზნესის დამწყებთ ეხმარება ბიზნეს საქმიანობის სწორად დაგეგმვაში, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, სწორ ხალხთან დაკავშირებასა და ბიზნესის დაწყების შემდგომ, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. შესაბამისად, მას ვისაც სურს ბიზნესის სწორად აწყობა, შესაძლებლობა აქვს საქმიანობა დაიწყოს სტარტაპების განვითარებაში დაგროვილი გამოცდილების მქონე გუნდთან ერთად.

„სტარტისა“ და „სინერჯის“ თანამშრომლობა მნიშვნელოვან ეფექტს იქონიებს ახალი სიცოცხლისუნარიანი სტარტაპების შექმნაში.