სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა ENPARD III-ის ფარგლებში

4.05.2022

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა ENPARD III-ის ფარგლებში.

პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს ინდივიდუალურ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, კოოპერატივებსა და ENPARD-ის მუნიციპალიტეტებს, რომ განავითარონ აგრარული პროექტები, რომლებიც ავლენენ ძლიერ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პოტენციალს.

ასევე, გაცემული გრანტები მიზნად ისახავს პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხისა თუ სარეალიზაციო პოტენციალის გაზრდას.

პროგრამა ფარავს შემდეგ რეგიონებს:

  • ყაზბეგი, მცხეთა-მთიანეთი
  • ლაგოდეხი, კახეთი
  • დედოფლისწყარო, კახეთი
  • თეთრიწყარო, ქვემო ქართლი
  • ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი
  • ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთი
  • ხულო, აჭარა
  • ქედა, აჭარა
  • გორი, შიდა ქართლი

პროგრამის პირობები:

მოცემული საგრანტო ციკლის ფარგლებში, პროექტი მხარს უჭერს მხოლოდ სამი ტიპის ინვესტიციას შერჩეული მომწოდებლებისგან:

  • ნულოვანი დამუშავების სათესი – “აგრომოტორსი”
  • წვეთოვანი სარწყავი სისტემა – “ანტგეო”
  • დაბალი წარმადობის ტრაქტორის კომპლექტები, აგრეგატებთან ერთად – “აგრომოტორსი”, “აგროტექნო”, “ასპ გრუპი”, “დ და ს ჯგუფი”, “ჯიემსი მოტორსი”, “ჯი-თი გრუპი”, “ჰერმესი”, “მარ-მოტი”, “ნობლექსი” ან “ვილანუს ბალტიკი”.

გარდა ამ სამი ტიპის ინვესტიციისა, გორის მუნიციპალიტეტში დასაშვები იქნება სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საპილოტე პროექტი.

 

კონკურსის ფარგლებში განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2022 წლის 11 აპრილიდან.

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, მოგვწერეთ