სიახლეები

სტარტი USAID Zrda-ს გამარჯვებული გახდა

22-02-2018
USAID-ის მიერ დაფინანსდა პროგრამა "ზრდა", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

ბიზნეს საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start - Business Solutions არის   USAID Zrda-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ორგანიზაცია. პროექტის ფარგლებში, USAID Zrda ბენეფიციარებს დაუფინანსებს Start - Business Solutions-ის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გაწეული სერვისის, ბიზნეს საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერის, ღირებულების  50% -ს.

ბიზნეს კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება გულისხმობს კონსულტაციებს თანამედროვე ბიზნესის კეთების სტანდარტების დანერგვაში, გაყიდვების, მომგებიანობის ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებებისა და დაფინანსების მისაღებად ინიცირებული პროექტების შედგენასა და აღნიშნული პროექტების საგრანტო პროგრამების მოთხოვნებზე მორგებაში დახმარებას. 

ზემოთ აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების წარმომადგენლებს, შემდეგ რეგიონებში:

  • შიდა ქართლი;
  • მცხეთა-მთიანეთი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი;
  • სამცხე-ჯავახეთი;
  • ქვემო ქართლი;
  • კახეთი
Start - Business Solutions, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში, არის  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა (AMPA) და   European Bank for Reconstruction and Development (EBRD) -ის პარტნიორი კომპანია, რომელიც ბენეფიციარებს უწევს ბიზნეს საკონსულტაციო და კვლევით მომსახურებას.

სიახლეები

Start in Georgia -ს ღონისძიება

18 ნოემბერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპა...

26-11-2017

შეხვედრა ტექნოპარკში

4 თებერვალს ტექნოპარკში გაიმართა კომპანია Start – Busine...

04-02-2017

სტარტი 4 წლისაა!

ჩვენი კომპანია ამ წლების განმავლობაში პროფესიული მიმართულებით ...

30-03-2017

ბლოგი

შენ ხარ მეწარმე

კარგად გახსოვს როცა იწყებდი როგორი რთული იყო პირველი...

10-01-2018

მეწარმეობა, როგორც მშობლობა…

„Time is not only money. Time is life. Honor i...

14-01-2018

კი არ ახვიდე, შენით შექმენი მწვერვალი

როცა მეწარმე ხარ, შენი მიზნები განსხვავებულია. არსებ...

15-01-2018