სოციალური პროეექტები

ბევრ ადამიანს აინტერესებს, რა ბიზნესის დაწყება შეიძლება იყოს მათთვის ხელსაყრელი, როგორ უნდა შეარჩიონ იდეა, როგორ განახორციელონ იგი, თუ სხვა მსგავსი საკითხი. ასევე, არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, იპოვოს მისი არსებული ბიზნესის ახალი მიმართულებებით გაფართოვებისა და განვითარების შესაძლებლობა. სწორედ მათ დასახმარებლად გადაწყდა StartUp.Ge – ს შექმნა.

ჩვენს საიტზე განთავსებულია ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დასჭირდება ბიზნესის დამწყებს. იდეის არ ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი იდეები, რომლებიც, შესაძლოა, ეხებოდეს ან რაიმე ახალ საქმიანობას, ან ისეთს, რომელიც არსებობს, მაგრამ მისი ახლებურად კეთებით რადიკალურად განსხვავებული შედეგების მიღწევა შეიძლება.

Startup.ge საინტერესოა ასევე ინვესტორებისათვის, რომელთაც სურთ თანხის დაბანდება. აქ მათთვის მოცემულია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა არსებული ბიზნესის ან წილის შეძენა, ახალი ბიზნესის დაფინანსება ან რომელიმე ცნობილი საერთაშორისო კომპანიის ფრანჩაიზის მოპოვების შესაძლებლობები.

 

საკონტაქტო პირი:

თეო თავდიშვილი

(+995 32) 2183821

ვებ-გვერდი: startup.ge

დღესდღეობით მთელს მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ღონისძიებები სტარტაპებისათვის. ყოველ თვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება მსგავსი ტიპის ღონისძიება. გარდა ამისა ეწყობა სტარტაპების გლობალური კონკურსები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ამ ეტაპზე, საქართველოში არ არსებობს ისეთი მუდმივი გარემო, სადაც start up-ებს ანუ დამწყებ მეწარმეებს ექნებათ საშუალება, თავიანთი იდეები, ბიზნეს–გეგმები გააცნონ ინვესტორებს და მათი დაინტერესების შემთხვევაში მიიღონ დაფინანსება. სწორედ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ახალი ქართული პროექტი Start Up – მარანი, რომელიც მიზნად ისახავს დამწყებ მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის ერთგვარი ხიდის შექმნას და ერთმანეთთან დაკავშირებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი, ინოვაციური იდეების რეალიზებას. პროექტი დამწყებ მეწარმეებს მისცემს შანსს მოიპოვონ დაფინანსება, ინვესტორებს კი შესაძლებლობას -გაეცნონ ინოვაციურ იდეებს და ჩადონ ინვესტიცია მათთვის საინტერესო ბიზნეს-იდეებში.

პროექტს ახორციელებს StartUp.Ge რომელიც ეხმარება დამწყებ ბიზნესებს განვითარებაში და კომპანია Green Capital-ი, რომელიც წარმოადგენს ინვესტიციების მართვის კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოსა და შავი/კასპიის ზღვის ეკონომიკურ(რეგიონულ) ბაზარზე.

 

საკონტაქტო პირი:

სოფიკო კობაიძე
577 97 11 03

ვებ-გვერდი: startupmarani.ge

Startups.ge არის საქართველოში პირველი, კოლექტიური შემოწირულობის პლატფორმა. Startups.ge-ს მეშვეობით, დამწყებ მეწარმეებს ვაძლევთ შანსს, საკუთარი სტარტაპები და ბიზნეს იდეები გააცნონ ფართო საზოგადოებას, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს და შეძლონ დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება ბიზნესის განსავითარებლად.

ვებგვერდის მომხმარებლები ასევე არიან ინვესტორები, პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნესში კაპიტალდაბანდებით და ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დონაციური სახის შემოწერულობებს ახორციელებენ სტარტაპის დასაფინანსებლად. ამ პირებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ სტარტაპის განვითარებაში და, ამავდროულად, გახდნენ ბიზნესის მეწილე/პარტნიორები.

 

საკონტაქტო პირი:

სოფიკო კობაიძე
577 97 11 03

ვებ-გვერდი: startups.ge

 

Start in Georgia არის ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მხარდამჭერი ორგანიზაციების მასშტაბური გამოფენა.

მათთვის ვინც  გეგმავს ბიზნესის დაწყებას, თუმცა არ აქვს სრული ინფორმაცია საინვესტიციო პროგრამების, სტარტაპის დაწყების, პროდუქტის დახვეწისა და განვითარებისთვის საჭირო ორგანიზაციების შესახებ, გამოფენაზე "Start in Georgia" წარმოდგენილია შემდეგი მიმართულების ორგანიზაციები:

 

  • ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;
  • ფონდები, პროგრამები, ბანკები;
  • საკონსულტაციო კომპანიები;
  •  ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროექტები.

გამოფენის შედეგად მომავალი მეწარმეები უფრო მეტად ინფორმირებული, მომზადებული და მოტივირებული იქნებიან იმისათვის, რომ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

2015 წელს Startup.ge-ს ბაზაზე შეიქნა ბლოგი “ჰოდა დაიწყე…”, რომლის მთავარი ამოცანაა, გაუჩინოს ადამიანებს მეწარმეობის სურვილი, ასევე დაეხმაროს მკითხველს, ბიზნესის სწორად დაწყებასა და პირველი ნაბიჯების სწორად გადადგმაში.

საკონტაქტო პირი

ჯაბა ბურჯალიანი
571 22 49 14
jaba@startbs.com

ვებ გვერდი: hoda.startup.ge

 

სიახლეები

Start in Georgia -ს ღონისძიება

18 ნოემბერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპა...

26-11-2017

შეხვედრა ტექნოპარკში

4 თებერვალს ტექნოპარკში გაიმართა კომპანია Start – Busine...

04-02-2017

სტარტი 4 წლისაა!

ჩვენი კომპანია ამ წლების განმავლობაში პროფესიული მიმართულებით ...

30-03-2017

ბლოგი

შენ ხარ მეწარმე

კარგად გახსოვს როცა იწყებდი როგორი რთული იყო პირველი...

10-01-2018

მეწარმეობა, როგორც მშობლობა…

„Time is not only money. Time is life. Honor i...

14-01-2018

კი არ ახვიდე, შენით შექმენი მწვერვალი

როცა მეწარმე ხარ, შენი მიზნები განსხვავებულია. არსებ...

15-01-2018