სტარტი 4 წლიაა!

ჩვენი კომპანია ამ წლების განმავლობაში პროფესიული მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დღეისათვის სტარტს შეემატა უკვე ორი ახალი სტარტაპი, Convertor.ge და CDrivers. ასევე მას ეკუთვნის ისეთი კომპანიები და პროექტები, როგორიც არის Startup.geStartup მარანი • Startup MaraniStartups.geBusinessforsale.ge. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს სტარტის შვილობილი კომპანია GMA Georgia გახდა ბრიტანული მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში.

ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია კონსულტაციას უწევდა, ეხმარებოდა ინვესტიციების მოზიდვასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში მეწარმეებს, რომლებსაც სურდათ სხვადასხვა ბიზნესის დაწყება.

შეგახსენებთ, რაში შეიძლება დაგეხმაროთ ჩვენი კომპანია:

  • თუ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსური რესურსების მოსაძიებლად;
  • თუ გსურთ გაარკვიოთ ნებისმიერი ბიზნესის დაწყების მიზანშეწონილობა;
  • თუ გჭირდებათბაზრის კვლევა, რომ გააკეთოთ არჩევანი რომელიმე ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით;
  • თუ გაინტერესებთ თქვენი ბიზნესის რეალური ღირებულების დადგენა;
  • თუ გსურთ საკუთარი ბიზნესის გაყიდვა ან სხვა ბიზნესის ყიდვა;
  • თუ გსურთ დახმარება სტარტაპის/ბიზნესის აწყობაში.

ჩვენი კომპანია მადლობას გიხდით იმისათვის, რომ იყავით ჩვენი პარტნიორები, კლიენტები, თანამშრომლები და გულშემატკივრები.

This post is also available in: English