ჩვენი სტარტი

ჩვენი ისტორია 2013 წელს იწყება როდესაც გადაწყდა შექმნილიყო კომპანია რომელიც ბევრი ახალი ბიზნეს წამოწყების მხარდამჭერი იქნებოდა. ინოვაციები და ახალი ბიზნესების შექმნა – ეს გახდა ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითადი ხაზი დაფუძნების პირველივე დღიდან.

კომპანიის დაარსებასა და წარმატებულ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფს“. მან დიდი დახმარება გაუწია კომპანიას პირველი ნაბიჯების გავლაში.

2013 წელს, ჩვენმა კომპანიამ ბაზარს პირველმა შესთავაზა მარკეტინგის აუთსორსინგის სერვისი, რომელიც დამწყები მეწარმეებისა და მცირე ზომის ორგანიზაციების გაყიდვების გაზრდაზეა მიმართული. 2014 წლიდან ეს სერვისი ჩამოყალიბდა შვილობილ კომპანიად და დღესდღეობით ოპერირებს როგორც Start – Marketing Outsourcing.

2014 წელს, კომპანიამ ბიზნეს საბროკერო მიმართულებით პირველმა შესთავაზა ბაზარს მცირე და საშუალო ბიზნესის ყიდვა-გაყიდვისა და შეფასების ორგანიზებული მომსახურება. ეს მიმართულება ცნობილია Start – Business Brokerage სახელით. 2015 წელს შეიქმნა ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი პორტალი საქართველოში Businessforsale.ge. ის აერთიანებს გასაყიდ ბიზნესებსა და საინვესტიციო პროექტებს საქართველოში.

2015 წელს Startup.ge-ს ბაზაზე შეიქნა ბლოგი “ჰოდა დაიწყე…”, რომლის მთავარი ამოცანაა, გაუჩინოს ადამიანებს მეწარმეობის სურვილი, ასევე დაეხმაროს მკითხველს, ბიზნესის სწორად დაწყებასა და პირველი ნაბიჯების სწორად გადადგმაში.

2009 წელს შეიქმნა საინფომაციო პორტალი Startup.ge  მეწარმეებისათვის, სადაც მოცემულია სხვადასხვა ინფორმაცია ბიზნესის დაწყების შესახებ, ბიზნეს იდეები, სტატიები და ა.შ. 2013 წლიდან პორტალი არის “Start – Business Solutions”-ის საკუთრება.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანაა შეუწყოს სტარტაპებს, შევქმენით არაერთი პლათფორმა, რომლის დახმარებითაც ახალი ბიზნესები უკავშირდებიან ინვესტორებს. ერთ-ერთი ასეთია ბიზნეს აქსელერატორი “სტარტაპ მარანი”, რომელიც როგორც პროექტი შეიქმნა 2013 წელს და ინოვაციური ბიზნეს იდეების ავტორებს აკავშირებს ინვესტორებთან. 2014 წლიდან “სტარტაპ მარანი” ფუნქციონირებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

2016 წელს შეიქმნა პლატფორმა სტარტაპების დაფინანსებისთვის – Startups.ge. მისი მეშვეობით მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი სტარტაპები და ბიზნეს იდეები გააცნონ ფართო საზოგადოებას, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს და მოიძიონ დაფინანსება ონლაინ.

 

This post is also available in: English