საქმიანობა

მცირე ისტორიის მიუხედავად, კომპანიამ საქმიანობის მანძილზე უკვე არაერთი პროექტი განახორციელა და რამდენიმე ახალი სტარტაპის ხელშემწყობიც გახდა.

აღსანიშნავია ასევე კომპანიის სოციალური პროექტები, რომლებიც წარმოადგენს მისი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას. ვებ-პორტალი Startup.Ge, ბიზნეს აქსელერატორი „Startup მარანი“, პლატფორმა Startups.Ge, ბლოგი “ჰოდა დაიწყე” და Start in Georgia, რომლითაც კომპანია ხელს უწყობს დამწყებ მეწარმეებს საქართველოში.

„Start – Business Solutions“  არის ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია. ის საქართველოს ბაზარზე პირველია, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს კომპლექსურ სერვისს – იდეის დამუშავებიდან მის ბიზნესად ქცევასა და განვითარებამდე.

ჩვენი კომპანია ბიზნესის დამწყებთ ეხმარება ახალი ბიზნესის სწორად დაგეგმვაში, მათი საქმიანობიდან გამომდინარე სწორ ხალხთან დაკავშირებასა და ბიზნესის დაწყების შემდგომ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე საჭირო ფინანსური რესურსების მოზიდვაში. „სტარტი“ აქტიურად არის ჩართული ბიზნეს იდეების წარმატებული კომერციალიზაციის პროცესში.

ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი ბევრი ახალი ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაა. აქედან მომდინარეობს კომპანიის სახელიც და მისი ბიზნესის ფილოსოფიაც. მიზანთან შესაბამისია კომპანიის ძირითადი პროდუქტებიც:

  1. ბიზნეს მოდელის დამუშავება;

  2. ბიზნეს გეგმა;

  3. ბაზრის კვლევები;

  4. ახალი ბიზნესის შექმნის მხარდაჭერა;

  5. ბიზნეს იდეების მოძიება/დამუშავება/მომზადება;

  6. ინვესტიციების მოზიდვა;

  7. სტარტაპის გაყიდვების მხარდაჭერა.

 

სიახლეები

Start in Georgia -ს ღონისძიება

18 ნოემბერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპა...

26-11-2017

შეხვედრა ტექნოპარკში

4 თებერვალს ტექნოპარკში გაიმართა კომპანია Start – Busine...

04-02-2017

სტარტი 4 წლისაა!

ჩვენი კომპანია ამ წლების განმავლობაში პროფესიული მიმართულებით ...

30-03-2017

ბლოგი

შენ ხარ მეწარმე

კარგად გახსოვს როცა იწყებდი როგორი რთული იყო პირველი...

10-01-2018

მეწარმეობა, როგორც მშობლობა…

„Time is not only money. Time is life. Honor i...

14-01-2018

კი არ ახვიდე, შენით შექმენი მწვერვალი

როცა მეწარმე ხარ, შენი მიზნები განსხვავებულია. არსებ...

15-01-2018