1. მყარი ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

13.07.2022

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის საგრანტო კონკურსზე:

  1. მყარი ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის მიზანია იმ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომლებიც უკვე ოპერირებენ, ან გეგმავენ საქმიანობის დაწყებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მყარი ნარჩენების მართვის სექტორში. შედეგად, გაიზრდება მათი საქმიანობის ეფექტიანობა და შემოსავლები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და გაიზრდება ინვესტიციები მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში.

პროგრამის პირობები:

  • პროგრამის ბენეფიციარებს საკუთრებაში გადაეცემათ მყარი ნარჩენების მართვის სექტორში მათი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ძირითადი საშუალებები (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სისტემა);

თანადაფინანსების პირობები:

  • თითოეული ბენეფიციარის თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 250 000 ლარისა;
  • ბენეფიციარის თანამონაწილეობა იქნება არანაკლებ 30%-ისა და 50%-ისა (თანამონაწილეობა უნდა იყოს ფულადი სახის, ნატურალური ფორმით თანამონაწილეობა არ განიხილება).

ბენეფიციარისთვის დადგენილი კრიტერიუმები:

  • საწარმო უნდა ოპერირებდეს ან იწყებდეს ოპერირებას მყარი ნარჩენების მართვის სექტორში;
  • საწარმოებს, რომლებიც მუშაობენ მყარი ნარჩენების მართვის სექტორში, უნდა გააჩნდეთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზიები, ნებართვები და სხვა დოკუმენტები, ხოლო იმ საწარმოებმა, რომლებიც წარმოადგენენ საგრანტო განაცხადს ამ სექტორში მუშაობის დასაწყებად, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტები უნდა მოიპოვონ;
  • კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე და მისი სტატუსი უნდა იყოს აქტიური;
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ბაზარზე ოპერირების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში;
  • პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის გეოგრაფიული არეალი უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია;
  • საწარმოს უნდა ქონდეს დასაქმების მაღალი პოტენციალი (უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დაასაქმებს ქალებს, ახალგაზრდებს და  მოწყვლად ჯგუფებს);
  • ფინანსური სტაბილურობა – კომპანიას არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება და აკრძალვები (არ რეგისტრირდებოდეს შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში, არ ფიქსირდებოდეს ყადაღა, არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში).

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 15 აგვისტო.

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, მოგვწერეთ