ჩვენი სტარტი

ჩვენი ისტორია 2013 წელს იწყება როდესაც გადაწყდა შექმნილიყო კომპანია რომელიც ბევრი ახალი ბიზნეს წამოწყების მხარდამჭერი იქნებოდა. ინოვაციები და ახალი ბიზნესების შექმნა – ეს გახდა ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითადი ხაზი დაფუძნების პირველივე დღიდან.

კომპანიის დაარსებასა და წარმატებულ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფს“. მან დიდი დახმარება გაუწია კომპანიას პირველი ნაბიჯების გავლაში.

 

  • 2009 წელს შეიქმნა საინფომაციო პორტალი Startup.ge  მეწარმეებისათვის, სადაც მოცემულია სხვადასხვა ინფორმაცია ბიზნესის დაწყების შესახებ, ბიზნეს იდეები, სტატიები და ა.შ. 2013 წლიდან პორტალი არის “Start – Business Solutions”-ის საკუთრება.
    2013
  • იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანაა შეუწყოს სტარტაპებს, შევქმენით არაერთი პლათფორმა, რომლის დახმარებითაც ახალი ბიზნესები უკავშირდებიან ინვესტორებს. ერთ-ერთი ასეთია ბიზნეს აქსელერატორი “სტარტაპ მარანი”, რომელიც როგორც პროექტი შეიქმნა 2013 წელს და ინოვაციური ბიზნეს იდეების ავტორებს აკავშირებს ინვესტორებთან.2014 წლიდან “სტარტაპ მარანი” ფუნქციონირებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.
    2014
  • 2013 წელს, ჩვენმა კომპანიამ ბაზარს პირველმა შესთავაზა მარკეტინგის აუთსორსინგის სერვისი, რომელიც დამწყები მეწარმეებისა და მცირე ზომის ორგანიზაციების გაყიდვების გაზრდაზეა მიმართული. 2014 წლიდან ეს სერვისი ჩამოყალიბდა შვილობილ კომპანიად და დღესდღეობით ოპერირებს როგორც GMA GEORGIA.
    2014
  • 2014 წელს, კომპანიამ ბიზნეს საბროკერო მიმართულებით პირველმა შესთავაზა ბაზარს მცირე და საშუალო ბიზნესის ყიდვა-გაყიდვისა და შეფასების ორგანიზებული მომსახურება. ეს მიმართულება ცნობილია Start – Business Brokerage სახელით. 2015 წელს შეიქმნა ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი პორტალი საქართველოში Businessforsale.ge. ის აერთიანებს გასაყიდ ბიზნესებსა და საინვესტიციო პროექტებს საქართველოში.
    2015
  • 2015 წელს Startup.ge-ს ბაზაზე შეიქნა ბლოგი “ჰოდა დაიწყე…”, რომლის მთავარი ამოცანაა, გაუჩინოს ადამიანებს მეწარმეობის სურვილი, ასევე დაეხმაროს მკითხველს, ბიზნესის სწორად დაწყებასა და პირველი ნაბიჯების სწორად გადადგმაში.
    2015
  • 2016 წელს შეიქმნა პლატფორმა სტარტაპების დაფინანსებისთვის – Startups.ge. მისი მეშვეობით მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი სტარტაპები და ბიზნეს იდეები გააცნონ ფართო საზოგადოებას, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს და მოიძიონ დაფინანსება ონლაინ.
    2016
  • Convertor.ge არის ინოვაციური ვებგვერდი, რომელიც ბინის შეძენის მსურველებს მარტივი გზით აკავშირებს უძრავი ქონების გამყიდველებთან.  ვებგვერდი შეიქმნა იმისათვის, რომ უძრავი ქონების (ბინა, კომერციული და საოფისე ფართი, მიწა) ძებნის პროცესი გახდეს უფრო მეტად მარტივი და კომფორტული. საკმარისია Convertor.ge - ზე სურვილის გამოგზავნა და უძრავი ქონების ყიდვის მსურველი იღებს ზუსტად მის მოთხოვნახე მორგებულ შეთავაზებებს.
    2016
  • ტექნოლოგიური განვითარების შედეგად გაჩნდა საჭიროება, რომ ჩვენთვის საჭირო ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაცია და მასალები მუდამ ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის. ამისათვის გვიწევდა თან გვეტარებინა პირადი ლეპტოპი, პლანშეტი და სხვა ინფორმაციის შესანახი მოწყობილობა. Deskomy არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შექმნას საკუთარი დესკტოპი ონლაინ სივრცეში და მასზე ატვირთულ ყველა ფაილზე ჰქონდეს წვდომა ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობით. დესკომი ეფუძნება იდეას, რომ ციფრული ეპოქა გადადის ახალ ეტაპზე, სადაც კომპიუტერული მოწყობილობები აღარ იქნება ინფორმაციის შენახვის საშუალება და ნებისმიერი მოწყობილობა, დესკომისთან ერთად შენი პირადი სივრცე ხდება. ამჟამად პროექტი ფუნქციონირებს Beta ვერსიით და უკვე შესაძლებელია საკუთარი ონლაინ დესკტოპის შექმნა, ფაილების ატვირთვა-შენახვა, მეგობრისთვის გაზიარება, ონლაინ დათვალიერება...
    2017
  • Start in Georgia არის ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მხარდამჭერი ორგანიზაციების მასშტაბური გამოფენა. მათთვის ვინც  გეგმავს ბიზნესის დაწყებას, თუმცა არ აქვს სრული ინფორმაცია საინვესტიციო პროგრამების, სტარტაპის დაწყების, პროდუქტის დახვეწისა და განვითარებისთვის საჭირო ორგანიზაციების შესახებ, გამოფენაზე "Start in Georgia" წარმოდგენილია შემდეგი მიმართულების ორგანიზაციები: ➡ ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები; ➡ ფონდები, პროგრამები, ბანკები; ➡ საკონსულტაციო კომპანიები; ➡ ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროექტები. გამოფენის შედეგად მომავალი მეწარმეები უფრო მეტად ინფორმირებული, მომზადებული და მოტივირებული იქნებიან იმისათვის, რომ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
    2017

სიახლეები

Start in Georgia -ს ღონისძიება

18 ნოემბერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპა...

26-11-2017

შეხვედრა ტექნოპარკში

4 თებერვალს ტექნოპარკში გაიმართა კომპანია Start – Busine...

04-02-2017

სტარტი 4 წლისაა!

ჩვენი კომპანია ამ წლების განმავლობაში პროფესიული მიმართულებით ...

30-03-2017

ბლოგი

შენ ხარ მეწარმე

კარგად გახსოვს როცა იწყებდი როგორი რთული იყო პირველი...

10-01-2018

მეწარმეობა, როგორც მშობლობა…

„Time is not only money. Time is life. Honor i...

14-01-2018

კი არ ახვიდე, შენით შექმენი მწვერვალი

როცა მეწარმე ხარ, შენი მიზნები განსხვავებულია. არსებ...

15-01-2018