სიახლეები

Start in Georgia -ს ღონისძიება

26-11-2017
18 ნოემბერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Start - Business Solutions-ისა და ქართული სტარტაპების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება Start in Georgia, რომლის სპონსორი იყო იურიდიული კომპანია McGill Legal. ღონისძიება მოიცავდა საგამოფენო და სემინარების სივრცეს. 

გამოფენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გახსნა. პავილიონში წარმოდგენილი იყო მეწარმეების მხარდამჭერი ორგანიზაციები. 

სემინარებისთვის განკუთვნილ სივრცეში მთელი დღის განმავლობაში 15-მა სპიკერმა ისაუბრა სტარტაპებისა და დამწყები მეწარმეებისთვის საჭირო და საინტერესო სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით: სახელმწიფო პროგრამა მცირე ბიზნესების ხელშეწყობისთვის "აწარმოე საქართველოში", ბრენდინგი დამწყები ბიზნესისთვის, ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები, რეკლამის ახალი მეთოდები, ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა, და ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები, ფონდები და პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ სტარტაპებისა/დამწყები ბიზნესების შექმნასა და განვითარებას. მონაწილეებს შორის იყვნენ:

 

• 15 დაფინანსების პროგრამა, ფონდი და ბანკი
• 15 სერვისის მიმწოდებელი და საკონსულტაციო ორგანიზაცია
• 3 ინკუბატორ-აქსელერატორი
• 4 ქოვორქინგ სივრცე. 

 

სულ 37-მა ორგანიზაციამ უმასპინძლა 5 000-ზე მეტ სტარტაპერს, დამწყებ მეწარმესა და სხვა დაინტერესებულ პირს. 

სიახლეები

Start in Georgia -ს ღონისძიება

18 ნოემბერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპა...

26-11-2017

შეხვედრა ტექნოპარკში

4 თებერვალს ტექნოპარკში გაიმართა კომპანია Start – Busine...

04-02-2017

სტარტი 4 წლისაა!

ჩვენი კომპანია ამ წლების განმავლობაში პროფესიული მიმართულებით ...

30-03-2017

ბლოგი

შენ ხარ მეწარმე

კარგად გახსოვს როცა იწყებდი როგორი რთული იყო პირველი...

10-01-2018

მეწარმეობა, როგორც მშობლობა…

„Time is not only money. Time is life. Honor i...

14-01-2018

კი არ ახვიდე, შენით შექმენი მწვერვალი

როცა მეწარმე ხარ, შენი მიზნები განსხვავებულია. არსებ...

15-01-2018