მომსახურება განკუთვნილია მათთვის, ვინც გეგმავს ახალი საწარმოს შექმნას ან/და არსებულის გადაიარაღებას. ამ ამოცანის გადასაწყვეტად ჩვენი კომპანია გთავაზობთ საწარმოო დანადგარების სწორად შერჩევას.
ამ ეტაპზე ჩვენი მომსახურება შეეხება შემდეგი სფეროს საწარმოებს.

 აგრო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო (ღვინო, სპირტი, ჯემები, წვენები, რძის პროდუქტები, თხილი და ა.შ.);
 აგრო პროდუქტების შემნახველი საწარმო (ხილი, თხილი და ა.შ.);
 ფერმები;
 სამშენებლო მასალების წარმოება (ბლოკის წარმოება, ბეტონის წარმოება და ა.შ.);
 პოლიგრაფიული წარმოება;
 ენერგეტიკა;
 ფარმაცევტული წარმოება.

მომსახურების ფარგლებში ჩვენ მოვიძიებთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე საწარმოსთვის შესაფერისი დანადგარების განსხვავებულ ალტერნატივებს საიდანაც დაგეხმარებით საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში.
ჩვენი მომსახურებით შეძლებთ საწარმოს წარუმატებლობის რისკების შემცირებას და თავიდან აირიდებთ ფინანსური თუ დროითი რესურსების დაკარგვას.