როგორ და რა არხებით უნდა ვეკონტაქტო ჩემს არსებულ და პოტენციურ მომხარებლს? – ამ კითხვაზე პროფესიული პასუხის გასაცემად თქვენ დაგჭირდებათ საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება.

საკომუნიკაციო სტრატეგია აქტიურად გამოიყენება მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისთვის, რათა შესრულდეს ორგანიზაციის მარკეტინგული  მიზნები და ამოცანები.

საკომუნიკაციო სტრატეგია მოიცავს შემდეგს:

  • კომპანიის დანიშნულების, მისიის და მარკეტინგული მიზნების შეფასება;
  • საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზნების განსაზღვრა;
  • პრიორიტეტული სეგმენტების განსაზღვრა;
  • ეფექტური საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
  • ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების განსაზღვრა;
  • მედია გეგმა და ბიუჯეტი;
  • შედეგების შეფასების მექანიზმების განსაზღვრა;
  • მონიტორინგის და ანალიზის მიდგომების შემუშავება.

გამართული საკომუნიკაციო სტრატეგიით  შეძლებთ სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრას, ეფექტური საკომუნიკაციო არხების იდენტიფიცირებას და მომხმარებლისთვის სწორი მესიჯების მიწოდებას, რაც დაეხმარება თქვენს ბიზნესს გაზარდოს გაყიდვები და აამაღლოს ბრენდის ცნობადობა ბაზარზე.