გნებავთ იცოდეთ თქვენი ბიზნესის ღირებულება?

გსურთ ბიზნესის ან მისი წილის შეძენა, ბიზნესის რეალიზაცია?

ჩვენ დაგეხმარებით თქვენ ბიზნესის ზუსტი ღირებულების და გარიგების მისაღები ფასის განსაზღვრაში ბიზნესის შეფასების თანამედროვე და საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.

ბიზნესის შეფასების მიზეზი შესაძლებელია გახდეს:

კომპანიის შერჩევა საინვესტიციოდ

კომპანიის სრულად ან ნაწილობრივ რეალიზაციისთვის შესაფერისი დროის განსაზღვრა

კომპანიის ღირებულების გაზრდის გზების გამოვლენა

კორპორატიული სტრუქტურული ცვლილებების ეფექტის ანალიზი

ბიზნეს გადაწყვეტილებების, სტრატეგიების, მოდელების გავლენის შესწავლა

მმართველი გუნდის საქმიანობის შეფასება

თანამშრომლების აქციებით კომპენსაციის სქემის შემუშავება

უბრალოდ, მფლობელობაში არსებული ქონების ღირებულების განსაზღვრა.

ბიზნეს გარიგების დროს შეთავაზებული მცდარი ფასი შესაძლებელია მიუღებელი დარჩეს, ან დაკარგული სარგებლის პოტენციური საწინდარი აღმოჩნდეს.

ჩვენ გირჩევთ თქვენ წინასწარ განსაზღვროთ ბიზნესის ზუსტი ღირებულება. ამისათვის, ჩვენ გთავაზობთ მომსახურების შემდეგ ტიპებს.

შეფასების „ა“ კლასის ანგარიში:

საიმედოობა – მაღალი / ძალიან მაღალი
დეტალიზაცია – მაღალი
ინფორმაციის წყარო – მომხმარებელი; ბაზრის კვლევა; ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, შესაბამისი დარგის და ბიზნესის დეტალური ანალიზი; საერთაშორისო პრაქტიკა
შეფასების საფუძველი – ყველა გამოყენებადი ფინანსური მოდელი.

შეფასების „ბ“ კლასის ანგარიში:

საიმედოობა – საშუალო / საშუალოზე მაღალი
დეტალიზაცია – საშუალო
ინფორმაციის წყარო – მომხმარებელი; ბაზრის ზოგადი კვლევა; ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, შესაბამისი დარგის და ბიზნესის შეზღუდული ანალიზი
შეფასების საფუძველი – ერთი ან რამდენიმე ფინანსური მოდელი.