კადრების შერჩევა

 

ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საშუალო და მსხვილ კომპანიებს კადრების მოძიება-შერჩევისა და აყვანის პროცესში.

თუ ხართ დაინტერესებული, შეგვიძლია ორგანიზება გავუწიოთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას და უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი შემოთავაზება.

 

თანდართულ ფაილში იხილეთ მომსახურების დეტალური ინფორმაცია.

წარმატებული ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ადამიანური რესურსი;

ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც საკონსულტაციო ბიზნესში საქმიანობით გამოიხატება, გვაძლევს ყველა წინაპირობას, რომ შეძენილი კონტაქტებისა და შერჩევის მოქნილი მეთოდების გამოყენებით, თქვენი კომპანია სასურველი კომპეტენციის კადრებით უზრუნველვყოთ.

ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით ყველა დაკვეთას და ვითვალისწინებთ კლიენტის სურვილებს.

დამკვეთისთვის კადრის შერჩევის დროს, განვიხილავთ არა მხოლოდ მის პროფესიულ გამოცდილებას, არამედ პიროვნული თვისებების მსგავსებას ორგანიზაციაში უკვე არსებულ სხვა კადრებთან – კორპორატიული კულტურის შენარჩუნებისთვის.

-კადრის აყვანის პროცესს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ვიყენებთ ბევრ სხვადასხვა წყაროს კადრის მოსაზიდად:

დასაქმების ვებგვერდები;

·       პროფესიული და სხვა ასოციაციები/გაერთიანებები;
·       სასწავლებლების კარიერული ცენტრები;
·       Linkedin;
·       დასაქმების ფორუმები;
·       აპლიკანტების მონაცემთა ბაზა/შიდა ბაზა;
·       “ჰედ ჰანთინგი”;
·       რეკომენდაციები და კავშირები.

გადარჩეული კანდიდატები გაივლიან შემდეგ ეტაპს:

·    ტესტირება;
·    ინტერვიუ;
·    მონაცემების/რეკომენდაციების გადამოწმება.

სიახლეები

Start in Georgia -ს ღონისძიება

18 ნოემბერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპა...

26-11-2017

შეხვედრა ტექნოპარკში

4 თებერვალს ტექნოპარკში გაიმართა კომპანია Start – Busine...

04-02-2017

სტარტი 4 წლისაა!

ჩვენი კომპანია ამ წლების განმავლობაში პროფესიული მიმართულებით ...

30-03-2017

ბლოგი

შენ ხარ მეწარმე

კარგად გახსოვს როცა იწყებდი როგორი რთული იყო პირველი...

10-01-2018

მეწარმეობა, როგორც მშობლობა…

„Time is not only money. Time is life. Honor i...

14-01-2018

კი არ ახვიდე, შენით შექმენი მწვერვალი

როცა მეწარმე ხარ, შენი მიზნები განსხვავებულია. არსებ...

15-01-2018