როგორ ვითარდება ინდუსტრია, სასიცოცხლო ციკლის რა ეტაპზეა, რა არის საშუალო მომგებიანობა და როგორია მისი სტრუქტურა – ამ კითხვებზე პასუხი საშუალებას გაძლევთ, ფლობდეთ სრულყოფილ და განახლებულ ინფორმაციას ბაზრისა და იმ გარემოს შესახებ, სადაც აწარმოებთ ბიზნეს საქმიანობას ან აპირებთ ბიზნესის წამოწყებას.

დროულად უზრუნველყოთ რეაგირება მოსალოდნელ ცვლილებებზე, ფეხი აუწყოთ ცვალებად გარემოს, მოერგოთ მას და ხშირ შემთხვევაში იყოთ ინიციატორი – დარგის ლიდერად გაქცევთ. ამისთვის კი აუცილებლად დაგჭირდებათ დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ განახლებული ინფორმაცია.

ინდუსტრიის კვლევა გულისხმობს კონკურენციის ინტენსივობის განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენას. მოთხოვნა-მიწოდების, კაპიტალდაბანდების მოცულობის, ინდუსტრიის თავისებურებების ცოდნა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

კვლევის ხანგრძლივობა: 1-2 თვე