სიახლეები
17-27 ნოემბერს „ქეა ავსტრიასა“ და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის ორგანიზებით Start-Business Solutions-მა ჩაატარა ტრენინგების სერია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
ტრენინგები ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა:
✅ პროექტის წერა;
✅ ბიზნეს გეგმა;
✅ ბიუჯეტირება.
პროექტის მთავარი ამოცანა სოფლის განვითარების საგრანტო კონკურში მონაწილეების გადამზადება იყო. ჩატარებული სესიების ფარგლებში მათ შეისწავლეს იდეის გენერირება, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება, სადაც გათვალისწინებულია ოპერაციული, მარკეტინგული, გაყიდვებისა და ადამინური რესურსების მართვა. ბიუჯეტირებისა და შედეგების ანალიზისთვის საჭირო უნარების განვითარება. დამსწრეები გაეცნენ ისეთი საპროექტო განაცხადის მომზადებას, რომელსაც აქვს გამარჯვების მაღალი პოტენციალი.
ტრენინგი ჩაუტარდა 55 განმცხადებელს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ, როგორც კომერციული, ასევე სოციალური და არაკომერციული მიმართულებებით.