სტატიები

დააბანდე სარფიანად

07-02-2019

მორგან სტენსლის ახალი კვლევების მიხედვით სულ უფრო მეტი მილიონერი აკეთებს უძრავი ქონების ინდუსტრიაში ინვესტირებას ვიდრე სხვა ნებისმიერ სფეროში. ამის მიზეზი რამდენიმეა: მიღებული მაღალი სარგებელი,  სეკურიტიზაცია და შესაბამისად  ნაკლები რისკი.

განვითარებულ ქვეყნებში წლების განმავლობაში მხოლოდ აკრედიტირებულ ინვესტორებს შეეძლოთ უძრავ ქონებაში ინვესტიციების გაკეთება, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები და ფონდების მრავალფეროვნება ცვლის ამ ტრადიციას და ამჟამად უძრავ ქონებაში  ინვესტირება შესაძლებელია დაიწყო $ 2 000 აშშ დოლარითაც კი.

საინტერესოა, ახალბედა ინვესტორებმა, რომლებსაც დიდი დანაზოგი არ აქვთ, როდის და როგორ უნდა დაიწყონ ინვესტირება ამ ინდუსტრიაში?

პირველი რჩევაა, რომ თქვენს ინვესტიციებს ცოტა კონსერვატიულად მიუდგეთ. უმჯობესია, თამაშის გრძელვადიანი სტრატეგია აირჩიოთ, ვიდრე მოკლევადიანი. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია ისეთ გარიგებებში შევიდეს, რომელიც ეკონომიკის როგორც აღმავლობის ასევე ვარდნის დროს დიდ საფრთხეს არ უქმნის მის პორტფელს. დიახ, საწყის ეტაპზე, არჩიეთ სტაბილურობა  მოკლევადიან მაღალ უკუგებას.

მეორე რჩევაა, არ დაელოდოთ $50 000 დოლარiს შეგროვებას. ნახეთ შესაძლებლობები, სადაც თუნდაც $5 000 დოლარის ინვესტირებას შეძლებთ და დაიწყეთ ფულის გამომუშავება დაუყოვნებლივ.

მესამე რჩევაა, გაერკვეთ ონლაინ პლატფორმებში, რომლებმაც საგრძნობლად შეცვალა უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარი, დაწია ბარიერები და გააქრო საზღვრები.  საინტერესო და სანდო უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები ნამდვილად იძლევა შესაძლებლობას მინიმალური თანხებით დაიწყოთ ფულის დაბანდება  იმ ინდუსტრიაში, რომელიც ადრე მხოლოდ მილიონრებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

რა ხდება დღეს საქართველოში?

ჩვენთან უძრავ ქონებაში ინვესტირება ნამდვილად არ არის ახალი. ოჯახების უმრავლესობა, სადაც დანაზოგი გარკვეულ მოცულობას აღწევს, პრიორიტეტს უძრავი ქონების შესყიდვას ანიჭებს. დღესდღეობით 30 000 აშშ დოლარად შეგიძლია იყიდო ბინა, გააქირაო თვიურად ან დღიურად და გქონდეს შემოსავალი. დაახლოებით 10 წელში იბრუნებ ჩადებულ თანხას და  უძრავი ქონებაც გრჩება საკუთრებაში, რომლის ღირებულება ამ პერიოდისთვის ბევრად გაზრდილია.  ეს ოფცია ნაკლებრისკიანი და უფრო მაღალშემოსავლიანია ვიდრე მაგალითად, კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე ფულის შეტანა. შესაბამისად ამ პრაქტიკას ბევრი მიყვება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გამოუცდია და ახსოვს უძრავი ქონების ინდუსტრიაში კარგად ფეხმოკიდებული პირამიდები, ამ ინდუსტრიაში არასისტემური და არაფორმალური საინვესტიციო ქცევა მაინც ყველაზე გავრცელებულია, რაც ინდუსტრიაში ახალი მოთამაშეების გამოჩენის დამატებით შესაძლებლობას ქმნის.  ეს ახალი შესაძლებლობა უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის ან ტრასტის შექმნას გულისხმობს, სადაც ახალბედა და ნაკლები ბიუჯეტის მქონე ინვესტორებს, ექნებათ შესაძლებლობა ფული დააბანდონ დიდ/საინტერესო პროექტებში და მიიღონ სარგებელი მომგებიან და აქამდე ძნელადხელმისაწვდომ ინდუსტრიაში, სადაც შეღწევის ბარიერები დღესდღეობით ძალიან მაღალია.  ამისთვის ბაზარიც მომწიფდა, უძრავი ქონების დეველოპერები და მშენებლებიც ხედავენ საჭიროებას. ეს ნაბიჯი გაზრდის  დარგში განხორციელებულ ინვესტიციებს და უფრო მეტ ადამიანს მიეცემა შანსი დააბანდოს თავის თუნდაც პატარა დანაზოგი გაცილებით სარფიანად.

დიახ, დღეს ქართულ უძრავი ქონების ბაზარს ნამდვილად აკლია ქრაუდფანდინგის პრინციპით შექმნილი უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი/ფონდი.  დროა,  ჩვენი ფულით დავიწყოთ საცხოვრებელი სახლების, სავაჭრო ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობა,  რათა ხვალ უფრო მდიდრებმა  გავაგრძელოთ  ეკონომიკურად გაძლიერებულ ქვეყანაში ცხოვრება.

 

ლარისა პატარაია

სიახლეები

Start in Georgia -ს ღონისძიება

18 ნოემბერს ბიზნეს საკონსულტაციო კომპა...

26-11-2017

სტარტი 4 წლისაა!

ჩვენი კომპანია ამ წლების განმავლობაში პროფესიული მიმართულებით ...

30-03-2017

გუნდის სამუშაო შეხვედრა Regus-ში

29 და 31 იანვარს გაიმართა ბიზნეს საკონსულტაციო და კვლევითი კომ...

12-02-2018

ბლოგი

შენ ხარ მეწარმე

კარგად გახსოვს როცა იწყებდი როგორი რთული იყო პირველი...

10-01-2018

მეწარმეობა, როგორც მშობლობა…

„Time is not only money. Time is life. Honor i...

14-01-2018

კი არ ახვიდე, შენით შექმენი მწვერვალი

როცა მეწარმე ხარ, შენი მიზნები განსხვავებულია. არსებ...

15-01-2018