გუნდი
კომპანიაში მუშაობს 2017 წლის თებერვლიდან, თუმცა, 2014 წლიდან, ჩართული იყო სტარტის სხვადასხვა პროექტში. ის ამჟამად არის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. მისი სამუშაო გამოცდილება დაიწყო 2010 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, იგი მუშაობდა როგორც აკადემიური მიმართულებით (ის იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი), ასევე პრაქტიკული ბიზნესის მიმართულებით. ის წელიწადი და ცხრა თვე მუშაობდა პალიტრა მედია ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში, საწარმოში – შპს „ტისუპეიპერ“, სადაც ჩართული იყო ბიზნეს პროცესების მართვასა და შესყიდვებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა თავისუფალი ჟურნალისტის პოზიციაზე საერთაშორისო ჟურნალ Forbes Georgia-ში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტის მიმართულებით.
პოზიცია: პროექტების მენეჯერი
სამუშაო გამოცდილება: 7 წელი
ტელეფონის ნომერი: +995 32 2183821
ელ-ფოსტა: s.dzadzamia@startbs.com