სხვადასხვა დროს ჩვენმა კომპანიამ 5 სოციალური პროექტი განახორციელა.
ჩვენი კომპანია მუდმივად მუშაობს სოციალური პროექტების განხორციელებაზე, რაც მისი კორპორატიული პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
Start in Georgia
პროექტის დაწყების დრო: 2017 წელი
პროექტის დასრულების დრო: დროებით შეჩერებული.
Start in Georgia არის ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მხარდამჭერი ორგანიზაციების მასშტაბური ყოველწლიური გამოფენა.
მათთვის ვინც გეგმავს ბიზნესის დაწყებას, თუმცა არ აქვს სრული ინფორმაცია საინვესტიციო პროგრამების, სტარტაპის დაწყების, პროდუქტის დახვეწისა და განვითარებისთვის საჭირო ორგანიზაციების შესახებ, გამოფენაზე “Start in Georgia” წარმოდგენილია შემდეგი მიმართულების ორგანიზაციები:
- ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;
- ფონდები, პროგრამები, ბანკები;
- საკონსულტაციო კომპანიები;
- ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროექტები.
გამოფენის შედეგად მომავალი მეწარმეები უფრო მეტად ინფორმირებული, მომზადებული და მოტივირებული იქნებიან იმისათვის, რომ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
პროექტი დაიწყო 2017 წელს და ჩატარდა 3 ღონისძიება. პროექტი დროებით შეჩერდა Covid-19-ის პანდემიის შეზღუდვების გამო.
ვებ-გვერდი: startingeorgia.ge
Startups.ge
პროექტის დაწყების დრო: 2014 წელი
პროექტის დასრულების დრო: დროებით შეჩერებული.
Startups.ge იყო საქართველოში პირველი, კოლექტიური შემოწირულობის (Equity Crowdfunding) პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც დამწყებ მეწარმეებს საქართველოში ექნებოდათ შესაძლებლობა საკუთარი სტარტაპები და ბიზნეს იდეები გაეცნოთ ინვესტორთა ფართო წრისთვის და მოეპოვებინათ ფინანსური რესურსები.
ვებგვერდის მომხმარებლები იყვნენ ინვესტორები, პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნესში კაპიტალდაბანდებით და ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დონაციური სახის შემოწირულობებს ახორციელებენ სტარტაპის დასაფინანსებლად. ამ პირებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ სტარტაპის განვითარებაში და, ამავდროულად, გახდნენ ბიზნესის მეწილე/პარტნიორები.
პროექტმა არსებობა შეწყვიტა ქვეყანაში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის გამო. ამ ეტაპზე კომპანია არის მოლოდინის რეჟიმში მანამ სანამ ქვეყანა შექმნის კანონმდებლობას Equity Crowdfunding-ის შესახებ.
ვებ-გვერდი: startups.ge
Startup.ge
პროექტის დაწყების დრო: 2013 წელი
პროექტის დასრულების დრო: 2018 წელი
ბევრ ადამიანს აინტერესებს, რა ბიზნესის დაწყება შეიძლება იყოს მათთვის ხელსაყრელი, როგორ უნდა შეარჩიონ იდეა, როგორ განახორციელონ იგი, თუ სხვა მსგავსი საკითხი. ასევე, არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, იპოვოს მისი არსებული ბიზნესის ახალი მიმართულებებით გაფართოვებისა და განვითარების შესაძლებლობა. სწორედ მათ დასახმარებლად გადაწყდა StartUp.Ge – ს შექმნა.
საიტზე განთავსებული იყოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დასჭირდებოდა ბიზნესის დამწყებს. იდეის არ ქონის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ბიზნეს იდეების ნახვა, რომლებიც, შესაძლოა, ეხებოდეს ან რაიმე ახალ საქმიანობას, ან ისეთს, რომელიც არსებობს, მაგრამ მისი ახლებურად კეთებით რადიკალურად განსხვავებული შედეგების მიღწევა შეიძლება.
Startup.ge საინტერესო იყო ასევე ინვესტორებისათვის, რომელთაც სურთ თანხის დაბანდება. აქ მათთვის მოცემული იყო ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა არსებული ბიზნესის ან წილის შეძენა, ახალი ბიზნესის დაფინანსება ან რომელიმე ცნობილი საერთაშორისო კომპანიის ფრანჩაიზის მოპოვების შესაძლებლობები.
ვებ-გვერდი: startup.ge
სტარტაპ მარანი
პროექტის დაწყების დრო: 2014 წელი
პროექტის დასრულების დრო: 2016 წელი
დღესდღეობით მთელს მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ღონისძიებები სტარტაპებისათვის. ყოველ თვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება მსგავსი ტიპის ღონისძიება. გარდა ამისა ეწყობა სტარტაპების გლობალური კონკურსები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. პროექტის დაწყების ეტაპზე, საქართველოში არ არსებობდა ისეთი მუდმივი გარემო, სადაც start up-ებს ანუ დამწყებ მეწარმეებს ექნებოდათ საშუალება, თავიანთი იდეები, ბიზნეს–გეგმები გაეცნოთ ინვესტორებისთვის და მათი დაინტერესების შემთხვევაში მიეღოთ დაფინანსება. სწორედ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ახალი ქართული პროექტი Start Up – მარანი, რომელიც მიზნად ისახავდა დამწყებ მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის ერთგვარი ხიდის შექმნას და ერთმანეთთან დაკავშირებას, რაც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ახალი, ინოვაციური იდეების რეალიზებას. პროექტი დამწყებ მეწარმეებს აძლევდა შანსს მოიპოვებინათ დაფინანსება, ინვესტორებს კი შესაძლებლობას – გაცნობილიყვნენ ინოვაციურ იდეებს და განეხორციელებინათ ინვესტიცია მათთვის საინტერესო ბიზნეს-იდეებში.
პროექტის არსებობის მანძილზე ჩატარდა დაახლოებით 10-მდე ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 100ზე მეტი სტარტაპერი წარდგა ინვესტორების წინაზე და გააკეთა საკუთარი იდეის პრეზენტაცია. მათგან რამდენიმეში განხორციელდა ინვესტიციაც.
სტარტაპ მარანი იყო ერთგვარი აქსელერატორი. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში ვინაიდან იმ პერიოდში თითქმის არ არსებობდა ასეთი ტიპის შესაძლებლობები დამწყები მეწარმეებისთვის.
ვებ-გვერდი: startupmarani.ge