2022 წლის შეჯამება

30.12.2022
სტარტი გილოცავთ 2023 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას.
ტრადიციულად, გვინდა მოკლედ შევაჯამოთ ჩვენი 2022:
2022 წელს ჩვენ მიერ წარმატებით დასრულებული პროექტების რაოდენობამ შეადგინა 65. ჩვენი პროექტების დიდი ნაწილი შეეხებოდა ბაზრის კვლევების, ბიზნესის შეფასების, ბიზნეს გეგმების, მიზანშეწონილობის კვლევების, საგრანტო განაცხადებისა და საინვესტიციო პროექტების მომზადებას.
2022 წელს შევიძინეთ 35 ახალი პარტნიორი, რომლებსაც გადავუწყვიტეთ ბიზნესთან დაკავშირებული სტრატეგიული ამოცანები, დავეხმარეთ ბიზნესის დაწყებასა და გაფართოებაში.
2022 წელს ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში კონსულტაცია გავუწიეთ 200-მდე მეწარმეს.
2022 წელს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების და ექსპერტიზის საფუძველზე, კორპორატიულ კლიენტებს, გავაუმჯობესებინეთ მომსახურების ხარისხი, დავეხმარეთ პროდუქტების განვითარებასა და ბიზნესის ეფექტიანობის ზრდაში.
2022 წელს ჩვენი ჩართულობით მომზადებული პროექტების საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 180 მილიონი ლარი და მოიცვა საგანმანათლებლო, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ავიაციის და ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებები.
2022 წელს გავხდით ენჯელ ინვესტორთა ქსელი Axel-ის წევრები.
წარმატებით დავასრულეთ Geoclose2EU-თან თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი სერვისების ექსპორტზე გატანის ამოცანას ემსახურებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამუშაო ვიზიტი შვედეთში, სადაც გავეცანით ადგილობრივ გამოცდილებას და გავიჩინეთ ახალი კავშირები.
2022 წელს მოვიპოვეთ გრანტი USAID-სგან led-skills development პროგრამის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან Travel Guide-თან და ჯეოლაბთან ერთად. პროექტის ფარგლებში 750-მდე ადამიანმა გაიარა ონლაინ კურსები და წარმატებით ვახორციელებთ 40 ახალგაზრდის პროფესიულ გადამზადებას ICT სექტორში.
შევქმენით ახალი სასწავლო პლათფორმა (www.startacademy.ge), რომელსაც აქტიურად განვავითარებთ შემდგომ წლებში.
ჩვენი პორტფელური კომპანია საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“, რომელშიც ინვესტირება პარტნიორებთან ერთად ერთი წლის წინ გავაკეთეთ, დაახლოებით 100%-ით გაიზარდა. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ საინტერესო კომპანიების ძიებას და მზად ვართ რომ განვიხილოთ ახალი ინვესტიციები.
გავუშვით კომპანიის განახლებული ვებ-გვერდი (www.startbs.com), სადაც ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გუნდის მიერ დაწერილი საინტერესო ბლოგ-პოსტები.
EBRD-ის მცირე და საშუალოს ბიზნესის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით განვახორციელეთ რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია რომ ჩვენი კომპანია 2023 წელს 10 წლის ხდება. ამ პერიოდისთვის ჩვენი პროექტების რაოდენობა 500, ხოლო დამკვეთების რაოდენობამ 150 გადააჭარბა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს.
მადლობას გიხდით გულშემატკივრობისა და ნდობისთვის.
გვიგულეთ თქვენს სამსახურში
წარმატებული წელი !

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, მოგვწერეთ