GITA-ს 30 000 & 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამები

19.05.2022

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საგრანტო კონკურსებზე:

  1. მცირე გრანტები საპილოტე რეგიონებისათვის (30,000 ლარამდე)

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. საპილოტე რეგიონებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, დამატებით ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას და ასევე, რეგიონების ადმინისტრაციულ ცენტრებში საჭირო ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და დანადგარების არსებობას.

პროგრამა ფარავს შემდეგ რეგიონებს:

  • იმერეთი
  • კახეთი
  • გურია
  • რაჭა-ლეჩხუმი
  • ქვემო სვანეთი

მცირე გრანტი შეიძლება გაიცეს:

  • ინოვაციების ან/და ტექნოლოგიების მიმართულებით პროტოტიპების შექმნის დასაფინანსებლად – (არაუმეტეს 30,000     ლარისა), რაც გულისხმობს ინოვაციური პროექტებისთვის მოწყობილობების და კომპიუტერული პროგრამების შექმნას.
  • ბიზნეს პროცესში ინოვაციური ან ტექნოლოგიური ელემენტის ინტეგრირებისთვის.

გრანტის ოდენობა არის 30 000 ლარამდე.

დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:

  • საქონლის, მომსახურებისა (პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების) და არაფინანსური აქტივების, მათ შორის ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები) შესაძენად.

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:

  • თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე
  • ხართ რომელიმე საპილოტე რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონებში, ან თქვენი საქმიანობის არეალი მოიცავს აღნიშნულ რეგიონებს

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022წლის 23 ივნისი.

 

  1. ინოვაციური მეწარმეობის საგრანტო პროგრამა საპილოტე რეგიონებში (100 000 ლარამდე)

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. საპილოტე რეგიონებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, დამატებით ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას და ასევე, რეგიონების ადმინისტრაციულ ცენტრებში საჭირო ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და დანადგარების არსებობას.

პროგრამა ფარავს შემდეგ რეგიონებს:

  • იმერეთი
  • კახეთი
  • გურია
  • რაჭა-ლეჩხუმი
  • ქვემო სვანეთი

ინოვაციური მეწარმეობის გრანტი გაიცემა:

  • პროტოტიპირებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ინტელექტუალური საკუთრების განაცხადებისა და საზღაურებისთვის. კვლევითი და საცდელი მომსახურებებისა და ქვეკონტრაქტებისთვის, შემუშავებული ინოვაციების ტესტირება და გამოცდისთვის, ბიზნეს გეგმის მომზადება შემდგომი კაპიტალის მობილიზებისათვის, კომერციალიზაციისთვის.
  • ბიზნეს პროცესში ინოვაციური ან ტექნოლოგიური ელემენტის ინტეგრირებისთვის. (მანქანა-დანადგარების შესაძენად)

გრანტის ოდენობა არის 100 000 ლარამდე.

დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:

  • საქონლის, მომსახურებისა (პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების) და არაფინანსური აქტივების, მათ შორის ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები) შესაძენად.

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:

  • თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე
  • ხართ რომელიმე საპილოტე რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონებში, ან თქვენი საქმიანობის არეალი მოიცავს აღნიშნულ რეგიონებს

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022წლის 23 ივნისი.

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, მოგვწერეთ