მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

16.06.2023

გაწვდით ინფორმაციას, ამჟამად არსებულ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამაზე:

  1. მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და  ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.

პროგრამის პირობები:

  • პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ასევე, არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობები, რაც ითვალისწინებს მხოლოდ ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარების/აღჭურვილობის შესყიდვა/ინსტალაცია და შენობა-ნაგებობების მშენებლობა/რემონტი) შესყიდვას/შექმნას და წარმოებისთვის საჭირო სპეციალიზებული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებას.
  • პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.

გრანტის და თანადაფინანსების პირობები:

  • თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.
  • პოტენციური ბენეფიციარი, რომლის ასაკი სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს: მამაკაცების შემთხვევაში – 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში, 18-დან 40 წლის ჩათვლით, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის თანადაფინანსება შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.
  • განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.

ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები:

  • ბენეფიციარი შეიძლება იყოს როგორც მეწარმე ფიზიკური პირი ასევე მეწარმე იურიდიული პირი;
  • განაცხადის წარდგენა შეუძლია როგორც ინდ მეწარმეს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ასევე ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობის მქონე იურიდიულ პირს.

 

პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყება 20 ივნისს.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება, მოგვწერეთ