რა ბიზნესი დავიწყო?

რა ბიზნესი დავიწყო? რას გვირჩევთ? რა იმუშავებს? რა არის ეხლა ყველაზე სარფიანი ბიზნესი? ან კონკრეტულ ბიზნეს იდეასთან დაკავშირებით გთხოვენ, რომ ჩვენი მოსაზრებები, რჩევები ან შეფასებები ვუთხრათ.

ჩვენც რაც შეგვიძლია ვპასუხობთ ან ზოგჯერ საერთოდ ვერც ვპასუხობთ და ხანდახან ვერიდებით კიდეც მოსაზრებების გამოთქმას. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთ იმ შეკითხვათაგანი რომელზეც, როგორც წესი, არ მაქვს სურვილი, რომ რაიმე ვუპასუხო. რატომ? იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ კონკრეტული ბიზნესის დაწყება არ დაწყების გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული,  რომლის სიღრმისეული ანალიზის, გააზრების და შესწავლის გარეშე ღირებული რაიმეს თქმა ფაქტიურად შეუძლებელია.

სხვები მოდიან, გვისმენენ, 1000-ჯერ ზომავენ, 10000-ჯერ აფასებენ, ფიქრობენ, მსჯელობენ და ასე გადის წლები. ბევრს ძალიან უჭირს ნაბიჯის გადადგმა, განსაკუთრებით მათ, რომლებიც საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე მუშაობენ. ვერ რისკავენ, კიდევ ფიქრობენ, ხან ერთი იდეა აქვთ, ხან მეორე, ხან მეასე და კიდევ გადის წლები.

ჩვენ კი ყველას ვეუბნებით: თუ გინდა, თუ გჯერა, თუ ფიქრობ, რომ ეს საქმე სასარგებლო იქნება ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის და ფიქრობ, რომ შეიძლება აქედან შემოსავლის მიღება –  უბრალოდ ადექი და დაიწყე. არ უნდა ბევრი ფიქრი და ზომვა. გინდა დაწყება? – ჰოდა დაიწყე.

ავტორი: ჯაბა ბურჯალიანი

Leave a Reply