მარანი

დღესდღეობით მთელს მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ღონისძიებები სტარტაპებისათვის. ყოველ თვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება მსგავსი ტიპის ღონისძიება. გარდა ამისა ეწყობა სტარტაპების გლობალური კონკურსები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ამ ეტაპზე, საქართველოში არ არსებობს ისეთი მუდმივი გარემო, სადაც start up-ებს ანუ დამწყებ მეწარმეებს ექნებათ საშუალება, თავიანთი იდეები, ბიზნეს–გეგმები გააცნონ ინვესტორებს და მათი დაინტერესების შემთხვევაში მიიღონ დაფინანსება. სწორედ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ახალი ქართული პროექტი Start Up – მარანი, რომელიც მიზნად ისახავს დამწყებ მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის ერთგვარი ხიდის შექმნას და ერთმანეთთან დაკავშირებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი, ინოვაციური იდეების რეალიზებას. პროექტი დამწყებ მეწარმეებს მისცემს შანსს მოიპოვონ დაფინანსება, ინვესტორებს კი შესაძლებლობას -გაეცნონ ინოვაციურ იდეებს და ჩადონ ინვესტიცია მათთვის საინტერესო ბიზნეს-იდეებში.

პროექტს ახორციელებს StartUp.Ge რომელიც ეხმარება დამწყებ ბიზნესებს განვითარებაში და კომპანია Green Capital-ი, რომელიც წარმოადგენს ინვესტიციების მართვის კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოსა და შავი/კასპიის ზღვის ეკონომიკურ(რეგიონულ) ბაზარზე.

საკონტაქტო პირი:

სოფიკო კობაიძე

599 44 58 95

ვებ-გვერდი: startupmarani.ge