Startup.ge

ბევრ ადამიანს აინტერესებს, რა ბიზნესის დაწყება შეიძლება იყოს მათთვის ხელსაყრელი, როგორ უნდა შეარჩიონ იდეა, როგორ განახორციელონ იგი, თუ სხვა მსგავსი საკითხი. ასევე, არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, იპოვოს მისი არსებული ბიზნესის ახალი მიმართულებებით გაფართოვებისა და განვითარების შესაძლებლობა. სწორედ მათ დასახმარებლად გადაწყდა StartUp.Ge – ს შექმნა.

ჩვენს საიტზე განთავსებულია ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დასჭირდება ბიზნესის დამწყებს. იდეის არ ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი იდეები, რომლებიც, შესაძლოა, ეხებოდეს ან რაიმე ახალ საქმიანობას, ან ისეთს, რომელიც არსებობს, მაგრამ მისი ახლებურად კეთებით რადიკალურად განსხვავებული შედეგების მიღწევა შეიძლება.

Startup.ge საინტერესოა ასევე ინვესტორებისათვის, რომელთაც სურთ თანხის დაბანდება. აქ მათთვის მოცემულია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა არსებული ბიზნესის ან წილის შეძენა, ახალი ბიზნესის დაფინანსება ან რომელიმე ცნობილი საერთაშორისო კომპანიის ფრანჩაიზის მოპოვების შესაძლებლობები.

საკონტაქტო პირი:

თეო თავდიშვილი

(+995 32) 2183821

ვებ-გვერდი: startup.ge