ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში. ეს არის უნიკალური ფორმულა, რომელიც გეხმარებათ სწორად განსაზღვროთ მომხმარებლების სეგმენტი, მოარგოთ თქვენი პროდუქტი მომხმარებლების საჭიროებებს, ფეხი აუწყოთ სამომხმარებლო ქცევის ცვლილებებს.

მარკეტინგული სტრატეგია მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც დაგეხმარებათ მიაწვდინოთ ხმა თქვენს სამიზნე აუდიტორიას.

კვლევებით გამყარებული მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს, დაგეხმარებათ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, გაზარდოთ და გააუმჯობესოთ გაყიდვები.

  • კომპანიის მისია, ხედვა, ღირებულებები
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები
  • ბაზრის კვლევა, კონკურენტული ანალიზი
  • სტრატეგიული მარკეტინგული გეგმა
  • მარკეტინგული ტაქტიკური გეგმა
  • ბიუჯეტი
  • შეფასების ინდიკატორები და კონტროლის მექანიზმები

 

მარკეტინგული სტრატეგია დაეხმარება თქვენს ბიზნესს, იპოვოს ბაზარზე კონკრეტული ნიშა, სადაც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, დაადგენს თქვენს უპირატესობებს კონკურენტებთან შედარებით და დაგაახლოვებთ პოტენციურ მომხმარებლებთან.