ჩვენს პორტფელში მოცემულია ის კომპანიები სადაც ჩვენს მიერ სხვადასხვა დროს განხორციელდა ინვესტირება. ამ კომპანიებიდან ზოგიერთი მათგანის დაფუძნება მოხდა სტარტის მიერ, ხოლო ზოგიერთ მათგანში კი სტარტმა სხვადასხვა დროს მოახდინა წილის შეძენა. ამ კომპანიებში სტარტი დღეისათვის შეიძლება ფლობდეს გარკვეულ წილს ან უკვე მოახდინა ბიზნესიდან გასვლა.

 

ტანსაცმლის წარმოება „ნიკოლი”

ბიზნესის დაწყების/ინვესტირების პერიოდი: 2021 წელი

ბიზნესის სტატუსი: მოქმედი

სტარტის მონაწილეობა: ბიზნესის წილის 30%

ნიკოლი არის ბავშვის ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც ბაზარზე ოპერირებს რამდენიმე წელია. ის მომხმარებელს სთავაზობს ორიგინალურ დიზაინერულ მცირე სერიულ კოლექციებს.  ამჟამად ბრენდი წარმოდგენილია ონლაინ შოპის და 3 გასაყიდი წერტილით თბილისსა და ბათუმში. ნიკოლი   პარალელურად მუშაობს კორპორაციულ დაკვეთებზე და აქვს მაღალი სანდოობა ამ სეგმენტზე.

სტარტმა ნიკოლის 30%-იანი წილი პარტნიორებთან ერთად 2021 წელს შეიძინა.

ვებ-გვერდი: nikollikids.com

 

 მარკეტინგული კომპანია „GMA”

ბიზნესის დაწყების/ინვესტირების პერიოდი: 2014 წელი

ბიზნესის სტატუსი: მოქმედი

სტარტის მონაწილეობა: ბიზნესიდან გასვლა – 2021 წელი

GMA არის “სტარტის” შვილობილი მარკეტინგული კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2014 წელს. 2016 წლიდან კომპანიის წილის მფლობელი გახდა გახდა დიდ ბრიტანეთში არსებული მარკეტინგული კომპანია „GMA“ (grapevine-group.co.uk), რომლის ბრენდიდაც ოპერირებს დღემდე საქართველოში.

ჩვენმა კომპანიამ GMA-ს წილი წარმატებით გაყიდა 2021 წელს. ის კომპანიის მოქმედმა მენეჯმენტმა შეიძინა.

ვებ-გვერდი: gmageorgia.ge

 

დესკომი – Cloud Desktop

ბიზნესის დაწყების/ინვესტირების პერიოდი: 2017 წელი

ბიზნესის სტატუსი: დროებით შეჩერებული

სტარტის მონაწილეობა: ბიზნესის წილის 5%

 Deskomy არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შექმნას საკუთარი დესკტოპი ონლაინ სივრცეში და მასზე ატვირთულ ყველა ფაილზე ჰქონდეს წვდომა ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობით. დესკომი ეფუძნება იდეას, რომ ციფრული ეპოქა გადადის ახალ ეტაპზე, სადაც კომპიუტერული მოწყობილობები აღარ იქნება ინფორმაციის შენახვის საშუალება და ნებისმიერი მოწყობილობა, დესკომისთან ერთად შენი პირადი სივრცე ხდება.

ვებ-გვერდი: deskomy.com