რა მოცულობისაა ბაზარი, რომლის ათვისებასაც აპირებთ ან რომელშიც უკვე საქმიანობთ, როგორია მიზნობრივი სეგმენტის მსყიდველობითი პოტენციალი კონკრეტული პროდუქტის თუ მომსახურების მიმართ, რა სამომხმარებლო ქცევა ახასიათებს, მოცემულ პერიოდში რამდენჯერ და რა სიხშირით შეიძენენ პროდუქტს ან მოიხმარენ სერვისს? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბიზნეს საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და მართვისთვის.
კვლევის შედეგად გექნებათ საშუალება დაგეგმოთ გაყიდვები, მოამზადოთ რეალობასთან მაქსიმალური სიზუსტით მიახლოებული პროგნოზი და შესაბამისად გაწეროთ თქვენი სამოქმედო გეგმა.
იცით რა ბაზრის შესაძლებლობები, თქვენ შეძლებთ მუდმივად ადევნოთ თვალყური ბაზრის დინამიკას უკვე საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიტანოთ ცვლილებები მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით და დაგეგმოთ შემდგომი განვითარების ეტაპები. ეს არის სწორედ ის პირველადი და აუცილებელი ინფორმაცია, რომელსაც ბიზნესის დაწყებისას, გაფართოებისას, ახალი პროდუქტის თუ სერვისის დანერგვისას უნდა ფლობდეთ, რომ სწორად განსაზღვროთ პოტენციური შემოსავლის მოცულობა, შეაფასოთ რისკები და სწრაფი რეაგირება მოახდინოთ დინამიურად ცვალებად გარემოზე.
კვლევის ხანგრძლივობა: 1,5 – 2 თვე