ნებისმიერი ბიზნესის წინსვლისა და წარმატების ერთ-ერთი გარანტი მომხმარებლის ემოციები, განცდები და შეგრძნებებია. თუ თქვენი მიზანი ბრენდის იდენტობის ამაღლება და ლოიალური მომხმარებლების რიცხვის ზრდაა, საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სტრატეგია სწორედ ისაა, რაც თქვენთვის სასურველ შედეგს მოუტანს ბიზნესს, გაამყარებს თქვენი ბიზნესის იმიჯს და გაზრდის კეთილგანწყობას საზოგადოებაში.
PR სტრატეგია ფარავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
- კომპანიის არსებული იმიჯის ანალიზი, განხორციელებული პიარ აქტივობების ეფექტურობის შეფასება;
- PR სტრატეგიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანების განსაზღვრა;
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, მათი ქცევების, ემოციებისა და დამოკიდებულებების შესწავლა და სიღრმისეული ანალიზი;
- ძირითადი მესიჯების განსაზღვრა;
- მედია გეგმის შედგენა და ბიუჯეტირება;
- შედეგების შეფასების ინსტრუმენტების განსაზღვრა;
- მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება.
ეფექტური PR სტრატეგია დაეხმარება თქვენს ბიზნესს კონკურენტულ გარემოში ბრენდის რეპუტაციისა და ავტორიტეტის ამაღლებაში. წარმატებული PR სტრატეგიის შედეგია კომპანიის პოზიტიური იმიჯის გამყარება.