თუ თქვენ ფიქრობთ გაფართოებაზე და აპირებთ ახალი გეოგრაფიული ბაზრის ათვისებას, აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თავისებურებები აქვს ამ ახალ ბაზარს; რა ბარიერები არსებობს, რომლის გადალახვაც მოგიწევთ; რა კულტურულ-სოციალური მახასიათებლებით ხასიათდება ის; არის თუ არა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე?

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პროდუქტი კონკურენტუნარიანი იყოს იმ კონკრეტულ ბაზარზე, სადაც გაფართოებას აპირებთ.

ახალ ბაზარში შეიძლება იგულისხმებოდეს ახალი ქვეყანა, რეგიონი, რაიონი, ქალაქი, ან თუნდაც ქალაქის რომელიმე უბანი. ასევე ეს შეიძლება იყოს ახალი სეგმენტი.

ახალ ბაზარზე შესვლის მიზანშეწონილობის კვლევა ყველა ზემოთ მოცემულ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი არჩევანი არის მართებული და მომგებიანი.

კვლევის ხანგრძლივობა: 2-3 თვე