მდგრადი განვითარების მიმართულებით ჩვენი პრიორიტეტია ქალთა გაძლიერება და ხელშეწყობა.

სტარტი მუდმივად იკვლევს და სწავლობს ქალთა ეკონომიკურ, სოციალურ თუ გენდერულ მდგომარეობას და ჩართულია ისეთ ინიციატივებში, რომლებიც ეხმარება ქალთა გაძლიერებას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჩვენი კომპანია ხშირად მონაწილეობს ქალი მეწარმეების მხარდამჭერ აქტივობებში, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია მათ განვითარებაზე და კეთილდღობის გაზრდაზე.

გარდა ამისა ჩვენ არ ვემსახურებით ისეთ კომპანიებს რომელთაც გარემოსა და საზოგადობაზე უარყოფითი გავლენა აქვს. ეს არის იმ საქმიანობების არასრული ჩამონათვალი რომელთათვისაც ჩვენი სერვისები არ არის ხელმისაწვდომი:
1. აზარტული თამაშები;
2. თამბაქოს წარმოება და რეალიზაცია;
3. იარაღის წარმოება და ვაჭრობა;
4. სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც მავნე ზემოქმედება აქვს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.