„Start – Business Solutions“  არის ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია. ის საქართველოს ბაზარზე პირველია, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს კომპლექსურ სერვისს – იდეის დამუშავებიდან მის ბიზნესად ქცევასა და განვითარებამდე.

ჩვენი კომპანია ბიზნესის დამწყებთ ეხმარება ახალი ბიზნესის სწორად დაგეგმვაში, მათი საქმიანობიდან გამომდინარე სწორ ხალხთან დაკავშირებასა და ბიზნესის დაწყების შემდგომ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე საჭირო ფინანსური რესურსების მოზიდვაში. „სტარტი“ აქტიურად არის ჩართული ბიზნეს იდეების წარმატებული კომერციალიზაციის პროცესში.

ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი ბევრი ახალი ბიზნესის შექმნის ხელშეწყობაა. აქედან მომდინარეობს კომპანიის სახელიც და მისი ბიზნესის ფილოსოფიაც. მიზანთან შესაბამისია კომპანიის ძირითადი პროდუქტებიც:

  1. ბიზნეს მოდელის დამუშავება;
  2. ბიზნეს გეგმა;
  3. ბაზრის კვლევები;
  4. ახალი ბიზნესის შექმნის მხარდაჭერა;
  5. ბიზნეს იდეების მოძიება/დამუშავება/მომზადება;
  6. ინვესტიციების მოზიდვა;
  7. სტარტაპის გაყიდვების მხარდაჭერა.