სწორი ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა თქვენი ბიზნესის მომგებიანობის განსასაზღვრად. ის ითვალისწინებს როგორც თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების თვითღირებულებას, ისე – მდგომარეობას კონკურენტულ ბაზარზე. ფასწარმოქმნის სტრატეგია დაგეხმარებათ, შეიმუშაოთ ერთიანი გეგმა არსებულ სიტუაციაში თქვენი ბიზნესის მომგებიანობის გასაზრდელად.
ფასწარმოქმნის სტრატეგია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
- ფასწარმოქმნის სტრატეგიის მიზნების განსაზღვრა;
- ბაზრის კვლევის საფუძველზე არსებული საბაზრო ფასების ანალიზი;
- სამომხმარებლო სეგმენტების იდენტიფიცირება;
- საფასო სტრატეგიის შემუშავება;
- ფასდაკლებების და აქციების პოლიტიკის შემუშავება;
- ფინანსური მოდელირება.
ეფექტური საფასო პოლიტიკის შედეგად კომპანიას აქვს შესაძლებლობა, წარმატებით მოახდინოს შემოსავლების გენერირება და მიაღწიოს მოგების ოპტიმალურ მარჟას.