სწორი ფასწარმოქმნის სტრატეგიის შემუშავება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა თქვენი ბიზნესის მომგებიანობის განსასაზღვრად. ის ითვალისწინებს როგორც თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების თვითღირებულებას, ისე – მდგომარეობას კონკურენტულ ბაზარზე.  ფასწარმოქმნის სტრატეგია დაგეხმარებათ, შეიმუშაოთ ერთიანი გეგმა არსებულ სიტუაციაში თქვენი ბიზნესის  მომგებიანობის გასაზრდელად.

ფასწარმოქმნის სტრატეგია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • ფასწარმოქმნის სტრატეგიის მიზნების განსაზღვრა;
  • ბაზრის კვლევის საფუძველზე არსებული საბაზრო ფასების ანალიზი;
  • სამომხმარებლო სეგმენტების იდენტიფიცირება;
  • საფასო სტრატეგიის შემუშავება;
  • ფასდაკლებების და აქციების პოლიტიკის შემუშავება;
  • ფინანსური მოდელირება.

ეფექტური საფასო პოლიტიკის შედეგად კომპანიას აქვს შესაძლებლობა, წარმატებით მოახდინოს შემოსავლების გენერირება და მიაღწიოს მოგების ოპტიმალურ მარჟას.