მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

6.02.2023
  1. მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ჩაის ხელის საკრეფი, გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის პირობები:

  • პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.
  • შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდრული წლით ადრე.
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

ბენეფიციარისთვის სავალდებულო კრიტერიუმები:

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერის მიღება შეუძლია დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც ასრულებენ შემდეგ როლებს:

  • დასაქმების ხელშეწყობა;
  • სოციალური

გრანტის და თანადაფინანსების პირობები:

  • სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200,000 ლარისა.
  • სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში (გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) − არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარისა.

პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება 1 თებერვლიდან.

 

Leave a Reply