ძლიერი სოფლის პროგრამა

9.02.2023

1.გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, USAID – ის, საგრანტო კონკურსზე:

ძლიერი სოფლის პროგრამა.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე თემების მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ინტეგრაციას რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ ბაზრებთან.

 

პროგრამის პირობები:

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ითანამშრომლებს ბაზრის იმ მონაწილეებთან, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნე თემების ფერმერების, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების  ჩართვა წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში შემდეგ სექტორებსა და მუნიციპალიტეტებში:

  • ახალი და გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული (მალფუჭებადი და არამალფუჭებადი) გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, საჩხერის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში;
  • თხილი, ხურმა, კივი, დაფნის ფოთოლი და სხვა პროდუქტი, რომელიც ექვემდებარება შრობა-გადამუშავებას ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში
  • მოცვი ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

 

თანადაფინანსების პირობები:

  • განხორციელებული ინვესტიციის მაქსიმალური ოდენობა იქნება $100,000.
  • განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 50%-ს ან მეტს.

 

ბენეფიციარი შეიძლება იყოს:

  • საქართველოში რეგისტრირებული, მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ, როგორც აგრეგატორები და მუშაობენ ზემოთ აღნიშნულ სექტორებში.
  • მათი ობიექტები განთავსებული უნდა იყოს სამიზნე მუნიციპალიტეტებში, მაგრამ, ასევე, შეიძლება იყოს სამიზნე მუნიციპალიტეტების გარეთ. ( ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ მუშაობს ფერმერებთან/მწარმოებლებთან სამიზნე თემებში )

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 მარტი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Leave a Reply