გიზიარებთ ინფორმაციას, USAID_ ის მიერ გამოცხადებულ, საგრანტო კონკურსზე:
- კერძო სექტორის ხელმძღვანელობით უნარების განვითარების მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების დანერგვა
პროგრამის მიზანია მრეწველობის სექტორების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების დასაქმების შესაძლებლობების შექმნას და გაზრდის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას საქართველოში. პროგრამა ამ მიზანს მიაღწევს დამსაქმებლების სისტემატური ჩართვით, რათა აღჭურვოს ქართველები უნარ-ჩვევებით, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე სექტორებში, და შექმნის პირდაპირ კავშირს ტრენინგ პროგრამებსა და მაღალი ღირებულების დასაქმების შესაძლებლობებს შორის.
პროგრამა შედგება 3 კომპონენტისგან
- კომპონენტის ფარგლებში პროგრამა ახორციელებს საპილოტე ინიციატივებს, რომლებიც წაახალისებს დამსაქმებლებს, სექტორულ ასოციაციებს/საბჭოებს, სექტორულ ჯგუფებს და სხვა კერძო სექტორის ორგანოებს, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პრაქტიკაში/მოდელებში დამოუკიდებლად, ან უნარების განვითარებაზე მიმართული ტრენინგების პროვაიდერებთან თანამშრომლობით, და აძლიერებს კავშირს უნარების ტრენინგებსა და მაღალი ღირებულების მქონე დასაქმების შესაძლებლობებს შორის. ინოვაციური პრაქტიკა/მოდელები შეიძლება ასევე მოიცავდეს უკვე არსებულ პრაქტიკებს/მოდელებს, რომლებიც ახალია გრანტის მიმღების, ეკონომიკური სექტორის ან გეოგრაფიული მდებარეობისთვის.
- კომპონენტის ფარგლებში პროგრამა აფართოებს და ნერგავს კერძო სექტორის მიერ მოთხოვნილ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება დამოუკიდებლად, ან უნარების განვითარებაზე მიმართული ტრენინგების პროვაიდერებთან პარტნიორობითა და მათი მხარდაჭერით.
- 2ა. კერძო სექტორის მოთხოვნის შესაბამისად უნარების განვითარებაზე მიმართული მოკლევადიანი ტრენინგ პროგრამების დანერგვა,
- 2ბ. კერძო სექტორის მოთხოვნის შესაბამისად უნარების განვითარებაზე მიმართული გრძელვადიანი ტრენინგ პროგრამების დანერგვა.
- კომპონენტის ფარგლებში, პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში დაუსაქმებელი და არასათანადოდ დასაქმებული მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობების და შემოსავლების გაზრდას, და დამსაქმებელთა პროდუქტიულობის ამაღლებას არსებული მაღალი ხარისხის უნარების ტრენინგ პროგრამების ხელმისაწვდომობის გაფართოებით სოფლისა და პრიორიტეტული მოსახლეობისთვის.
გრანტის რაოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 300 000 აშშ დოლარს, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვეს.
პროექტში მონაწილეობა გულისხმობს 50% თანამონაწილეობას მთლიანი პროექტის ბიუჯეტის და აქედან 20% უნდა იყოს ფულადი შენატანი.
პროექტის დედლაინი: 2023 წლის 3 მარტი 18:00 საათამდე.
დეტალური აპლიკაციის ფორმა, იხილეთ შემდეგ ბმულზე.