საგრანტო კონკურსი ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებისათვის

18.04.2024

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ,  ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის-” ფარლებში, საგრანტო კონკურსზე:

  1. საგრანტო კონკურს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებისათვის.

პროგრამის მიზანია აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა, კონკურენტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების განხორციელება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

 

პროგრამის პირობები:

პროგრამის ფარგლებში თითოეული მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრულია პრიორიტეტული მიმართულებები, გიზიარებთ მცირე ჩამონათვალს :

  • სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება.
  • ტურიზმის განვითარება.
  • ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია.
  • გარემოს დაცვა (ბუნებრივი საფრთხეების შემცირება) და ბუნებრივი რესურსების მართვა.
  • ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება.
  • განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდები
  • სხვადასხვა სფერო, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს :

  • საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს;
  • საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (შპს, სპს, სს და ა.შ.);
  • რეგისტრირებული სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს;
  • არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, ფონდი და ა.შ.);
  • სამიზნე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
  • სამიზნე მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებს;
  • საინიციატივო ჯგუფებს.

გრანტის და თანადაფინანსების პირობები:

  • საგრანტო დაფინანსების ოდენობა და თანამონაწილეობის მოცულობა განსხვავებულია კომერციული პროექტებისათვის და სოციალური პროექტებისთვის.
  • გრანტის თანხა განსაზღვრულია 2800 ლარიდან 160 000 ლარამდე, თანამონაწილეობა კი მერყეობს 15% -დან 35% -მდე.

 

პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.