- მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ჩაის ხელის საკრეფი, გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის პირობები:
- პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.
- შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდრული წლით ადრე.
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
ბენეფიციარისთვის სავალდებულო კრიტერიუმები:
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერის მიღება შეუძლია დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც ასრულებენ შემდეგ როლებს:
- დასაქმების ხელშეწყობა;
- სოციალური
გრანტის და თანადაფინანსების პირობები:
- სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200,000 ლარისა.
- სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში (გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) − არაუმეტეს 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარისა.
პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება 1 თებერვლიდან.