ბიომასის წარმოების ხელშეწყობა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარე თემებში

25.01.2024

გაწვდით ინფორმაციას, ამჟამად გამოცხადებულ, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის, საგრანტო კონკურსზე:

  1. ბიომასის წარმოების ხელშეწყობა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარე თემებში.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე თემების მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ინტეგრაციას რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ ბაზრებთან.

 

პროგრამის პირობები:

  • ბიომასის პროდუქტებში იგულისხმება პალეტები და ბრიკეტები, რომელთა მიღებაც შეიძლება როგორც ხის ნახერხი მასალის, აგრეთვე, სხვა ნედლეულის, მაგალითად, ტყის და საკვების ბიომასის ნარჩენების, გადამუშავების შედეგად. მიღებული პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც განახლებადი ენერგიის წყარო, გათბობისა და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.

გეოგრაფიული არეალი:

  • დუშეთი: ანანური, ბაზალეთი, ჭართალი, ჭონქაძე, გრემისხევი, გუდამაყარი, ქვეშეთი, მჭადიჯვარი, ფასანაური;
  • საჩხერე: არგვეთი, ჭალა, ჭალოვანი, ჩიხა
  • ონი: გლოლა (სოფელი), ღარი, გომი, პიპილეთი, შეუბანი, წედისი, ცხმორი, უწერა;
  • წალენჯიხა: ჭალე, ჭკვალერი, ეწერი, ჯვარი, ლია, მუჟავა, ფახულანი, საჩინო, წალენჯიხა;
  • მესტია: ჭუბერი, ხაიში, იდლიანი.

 

გრანტის და თანადაფინანსების პირობები:

  • USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100,000 აშშ დოლარი.
  • განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა იყოს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 50%.

განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ თანაინვესტირების თანხა საკმარისი იქნება საწარმოს სრულად ფუნქციონირებისთვის.

ბენეფიციარის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბენეფიციარს უნდა ჰქონდეთ ბიომასის პროდუქტების წარმოების წარსული გამოცდილება ან გეგმავს ისეთი პერსონალის დასაქმებას, რომელთაც აქვთ მსგავსი გამოცდილება;
  • განმცხადებელი უნდა იყოს კერძო, მოგებაზე ორიენტირებული საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი (შპს, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი, ინდივიდუალური მეწარმე და ა.შ). უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებზე საგრანტო დაფინანსება არ გაიცემა.
  • განმცხადებელი არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე სამთავრობო ან საჯარო დაწესებულებას.
  • იყოს უფლებამოსილი, მიიღოს აშშ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა და არ იყოს აკრძალული, შეჩერებული ან მასზე არ იყოს შემოთავაზებული ასეთი შეზღუდვა აშშ-ის რომელიმე სკრინინგის მონაცემთა ბაზაში.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 7 მარტი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

Leave a Reply