თანადაფინანსების გრანტების სტარტაპებისთვის – ბიზნეს იდეების შეფასება

17.02.2023

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საგრანტო კონკურსზე:

  1. თანადაფინანსების გრანტების სტარტაპებისთვის – ბიზნეს იდეების შეფასება

პროგრამის მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

პროგრამის პირობები:

  • საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის
  • განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. ( რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე )

თანადაფინანსების პირობები:

  • დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის
  • დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს
  • გრანტის მინიმუმ 10% განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი

 

 ბიზნეს იდეების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 1 მარტი.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Leave a Reply