გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საგრანტო კონკურსზე:
- ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის ( აჭარა, გურია, იმერეთი )
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას. ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნის ხელშეწყობას.
ბენეფიციარი შეიძლება იყოთ:
- თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონებში
- ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
- გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში.
გეოგრაფიული არეალი:
პროგრამა ფარავს შემდეგ რეგიონებს
- აჭარა
- გურია
- იმერეთი
თანადაფინანსების პირობები:
- გრანტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 20 მარტი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.